Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

juma da samsaxuri

სამსახურის გამო ჯუმაზე წაუსვლელობა

 
 
 



კითხვა: ზოგჯერ ისე ხდება რომ ჯუმა ნამაზის დროს სმენაში ვარ და ჯუმაზე წასვლას ვერ ვახერხებ. ასეთ შემთხვევაში ცოდვა მედება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ჯუმა ნამაზი ყველა მუსლიმი მამაკაცისთვის აუცილებლად შესასრულებელი ღვთისმსახურებაა. ვინც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მეჩეთამდე მისვლისთვის და ნამაზის შესრულებისთვის საკმარის ჯანმრთელობას ფლობს, ყველა ვალდებულია მეჩეთში წავიდეს და ჯუმა საზოგადოებასთან ერთად ილოცოს. ჯუმა ნამაზისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ქალები, ბავშვები და ის პირები, ვინც ტყვეობაში/პატიმრობაში ან მგზავრობაში იმყოფება ანდა მეჩეთამდე მისასვლელი გზა სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხეებს შეიცავს. აქედან გამომდინარე სამსახური, სასწავლებელი, საქმე და მსგავსი მიზეზები ჯუმის გაცდენას არ ამართლებს.

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ: قَالَ: رَسُولُ اللَّهِ : أَلَا هَلْ عَسَى أَحَدُكُمْ أَنَّ يَتَّخِذَ الصُّبَّةَ مِنَ الْغَنَمِ عَلَى رَأْسِ مِيلِ أَوْ مِيلَيْنِ، فَيَتَعَذَّرَ عَلَيْهِ الْكَلأُ، فَيَرْتَفِعَ. ثُمَّ تَجِيءُ الْجُمُعَةُ فَلَا يَجِيءُ وَ لَا يَشْهَدُهَا. وَتَجِيءُ الْجُمُعَةُ فَلَا يَشْهَدُهُا. وَتَجِيءُ الْجُمُعَةُ فَلَا يَشْهَدُهُا. حَتَّى يُطْبَعَ عَلَى قَلْبِهِ.

„წარმოიდგინეთ, რომელიმე თქვენგანმა ქალაქიდან ერთი ან ორი მილის დაშორებით ცხვრის ფარა წაიყვანა საბალახოდ. შემდეგ მას ამ სიშორეზეც გაურთულდა საძოვარის მოპოვება და კიდევ უფრო შორს გადავიდა. შემდეგ ჯუმა მოვიდა, მაგრამ მან არ წამოვიდა და ჯუმას არ დაესწრო. შემდეგ ისევ ჯუმა მოვიდა, მაგრამ მან არ წამოვიდა და ჯუმას არ დაესწრო. შემდეგ ისევ ჯუმა მოვიდა, მაგრამ მან არ წამოვიდა და ჯუმას არ დაესწრო. ასე თუ გააგრძელებს, ბოლოს მისი გული დაიხურება.“ (იბნი მაჯე, ჰ.ნ. 1127.)

ჰადისში ნათქვამია გულის დახურვა, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ასეთი ადამიანის გული ჭეშმარიტების, სიკეთისა და ბარაქის მიმართ დახურული იქნება.

ასეთ შემთხვევებში, ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმდეთ, რომ ლოცვისთვის საკმარი დროით გაგათავისუფლონ ან ცვლის საათები შეგიცვალონ ანდა რომელიმე თანაშრომელს უნდა შეუთანხმდეთ და ცვლები გაცვალოთ. თუ ზემოთ აღნიშნულ ხერხებს მიმართეთ და მაინც არ ხერხდება, მაშინ ახალი სამსახურის ძიებას უნდა შეუდგეთ. სარჩოს მომცემი უზენაესი ალლაჰია. სამსახურის მიზეზად ჯუმის გაცდენა გაუმართლებელი მიზეზია და პასუხისმგებლობას ვერ მოგიხსნით.

უზენაესმა ალლაჰმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

28.10.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol