Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

gayinuli katmis xorci da sosisi

გაყინული ქათმის ხორცის და სოსისის ჭამა შეიძლება?

 
 
 



კითხვა: გაყინული ქათმის ბარკლის და სოსისის ჭამა შეიძება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ხორცპორუქტებთან დაკავშირებით ისლამი ძირითადად ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც საკმაოდ კრიტიკულად უდგება. პირველი ხორცი უნდა იყოს საკვებად გამოსადეგი ანუ ისლამის მიერ ნებადართული ცხოველის ან ფრინველის ხორცი და მეორე აღნიშნული ცხოველი ისლამის წესების შესაბამისად უნდა იყოს დაკლული.

ქათმის ხორცი საკვებად ნებადართულ პროდუქტს წარმოადგენს თუ ისლამის წესების შესაბამისადაა დაკლული. ასეთი პროდუქტების გამოყენებისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ როგორც იმპორტიორ ქვეყანაზე ასევე მწარმოებელ მარკებზეც, ეტიკეტზე მითითებულ ჰალალობის დამადასტურებელ სერთიფიკატზე და მსგავს რამეებზე. დიდება ალლაჰს დღეს გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, რაც დიდი საშუალებაა იმისთვის, რომ თუნდაც ინტერნეტის გამოყენებით შევისწავლოთ სხვადასხვა მარკების თავიანთი საქმის მიმართ ერთგულება, მოვიძიოთ სხვადასხვა ლაბორატორიების დასკვნები ამა თუ იმ მარკის ნაწარმის ვარგისიანობაზე და გავეცნოთ მომხმარებელთა გამოცდილებებს. ზემოთ აღნიშნული ზომების მიღების და ჩვენს ხელთ არსებული სხვა საშუალებების გამოყენების შემდეგ აუცილებლად გამოიკვეთება ერთი ან რამდენიმე სანდო მარკა,  რის შემდეგაც უზენაეს ალლაჰზე მინდობით და გულის სიმშვიდით მივირთმევთ ქათმის პროდუქტს. წინააღმდეგ შენთხვევაში თვალდახუჭულად და გაუაზრებლად ყველა შემხვედრი მარკის პროდუქტის არც ჭამა და არც რეალიზება არ შეიძლება.

რაც შეეხება სოსისს, ქათმის ან საქონლის სოსისიც ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს ექვემდებარება, რაც ჰალალობაზე ყურადღების გამახვილებას გულისხმობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქონლის სოსისებში ხშირად შერეულია ღორის ნაწარმიც. ეტიკეტზე მითითებულია საქონლის, თუმცა შემადგენლობაში წერია რომ რაღაც დოზით შერეულია ღორის ხორციც. ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ ისეთ მარკებს, რომლებიც საქონელთან ერთად ღორის პროდუქტებსაც აწარმოებს.

უზენაესმა ალლაჰმა იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

05.02.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol