Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

gvinis dzmari haramia

ღვინის ძმარი ჰარამია?

 
 
 

კითხვა: ღვინის ძმრის გამოყენება ჰარამია?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ძმარი ერთგვარი საკვები პროდუქტია, რომლის დამზადების სტადიებიდან ერთ-ერთი სტადია ღვინოდ გარდაქმნის სტადია ახასიათებს. ღვინოსა და ლუდს გააჩნია თვისება, გარკვეული ხნის განმავლობაში თავღიას თუ დავტოვებთ, დაიწყებს დამჟავებას, რაც ძმარმჟავა ბაქტერიების გააქტიურებით არის გამოწვეული. ალკოჰოლურ სასმელში ეს ბაქტერიები სწრაფად მრავლდება, ამჟავებს სპირტს და გარდაქმნის ძმარმჟავად. ამ მეთოდით მიიღება საკვები ძმარი. სუფრის ძმარი შეიცავს 3-10% ძმარმჟავას. არსებობს ღვინის, ხილის, ლუდისა და თაფლის ძმარი.

ისლამის სწავლულები ერთიანად თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ღვინო ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თავისით თუ გარდაიქმნება ძმრად მისი საკვებად გამოყენება ჰალალია. ამას სწავლულები შემდეგ ჰადისზე დაყრდნობით ამბობენ.

ჯაბირ ბინ აბდულლაჰი (რ.ა.) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ერთდღეს ხელი მომკიდა და თავისთან სახლში წამიყვანა. რამდენიმე პურის ნაჭერი მოგვართვეს. შუამავალმა (ს.ა.ს.) იკითხა:

რამე მისაყოლებელი არ არის? შინ მყოფებმა:

-არა! მხოლოდ ძმარი გვაქვსო უთხრეს.

შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა: ძმარი რა კარგი მისაყოლებელიაო (და პური ძმართან ერთად მივირთვით.)

ჯაბირი (რ.ა.) ამბობს, შუამავლისგან ეს რომ გავიგონე მას შემდეგ ძმარი მიყვარს. ტალჰა ბინ ზუნრირმა (რ.ა.) თქვა: ჯაბირისგან ეს რომ გავიგონე მას შემდეგ ძმარი მიყვარს. (მუსლიმ, ეშრიბე 166; აბუ დავუდ, ეტ’იმე 40; ნესაი, ეიმან 21.)

რაც შეეხება ღვინის ხელოვნურად ჩარევის შედეგად ძმრად გარდაქმნის შესახებ ისლამის სწავლულები ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ.

ჰანეფი მეზჰების მიხედვით ღვინოში უცხო ნივთიერების ჩაგდებით, ადუღებით ან სხვა მსგავსი ღონისძიების შედეგად ღვინო ძმრად თუ გარდაიქმნება, მისი საკვებად გამოყენება ჰალალია. რადგანაც ეს პროცედურა ცუდი და უვარგისი რამის გამოსწორებაა. გამოსწორება კი ყოველთვის ნებადართული საქმეა.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„გაჰასილება მკვდარი ცხოველის ტყავს ისე აქცევს ჰალალად, როგორც ძმარად ქცეული ღვინოა ჰალალი.“ (ჰადის უმმუ სელემესგან დარეყუტნი გადმოგვცემს, ეს ჰადისი ჯაჭვში სისუსტეს განიცდის. ნასბუ’რ-რაიე, I, 19, IV, 311.)

მალიქი მეზჰების სწავლულები ღვინოში უცხო ნივთიერების ჩაგდების შედეგად ძმარად გარდაქმნის შესახებ სამ პოზიციეას აფიქსირებს:

პირველის თანახმად ამგვარი საქციელს კრძალავენ. რადგანაც ალლაჰის შუამავალმა საჰაბეებს ღვინის დაღვრა უბრძანა, რომელიც მას დოქით მიუტანეს საჩუქრად. (ჰადისი გადმოცემულია იმამი მალიქის მუვატტაში; აჰმედ ბინ ჰანბელის მუსნედში; მუსლიმსა და ნესაიში. ნეილულ ევთარ,  VII, 169.) მისი დაძმარება დაშვებული რომ ყოფილიყო მაშინ შუამავალი მის დაღვრას არ ბრძანებდა.

მეორეს თანახმად ასეთი ძმარის საკვებად გამოყენება მექრუჰობასთან ერთად დასაშვებია, რადგანაც ღვინის აკრძალვის მიზეზი მათრობელა თვისებაა. ამ თვისების დაკარგვასთან ერთად ჰარამობის ჰუქმიც უქმდება.

მესამეს თანახმად თუ მეპატრონეს ღვინის დაყენება განზრახული არ აქვს და ისე გაივლის ღვინობის პროცესს და შემდეგ გარდაიქმნება ძმრად, მისი გამოყენება ჰალალია. ხოლო ღვინოდ გამოყენების მიზნით დაყენებული ღვინის ძმრად გარდაქმნის შემთხვევაში მისი გამოყენება არ შეიძლება.

შაფი და ჰანბელი მეზჰების სწავლულები ასე ამბობენ: ღვინოში უცხო ნივთიერების ჩაგდების შედეგად მისი ძმრად გარდაქმნა ჰალალი არ არის და არც სუფთად არ ჩაითვლება. რადგანაც ჩვენ ღვინისგან შორს დგომა გვებრძანა. მისი ძმრად გარდაქმნისათვის კი მისი შეძენაა საჭირო, რაც ღვინოსთან მიახლოვებაა. ეს კი მისგან შორს დგომის ბრძანებას ეწინააღმდეგება.[1]

ოთხი მეზჰების სწავლულთა მსჯელობების განხილვის შედეგად ვტყობილობთ, რომ ყოველგვარი ჩარევის გარეშე ნაყენი თუ გაივლის ღვინობის პროცესს და ბოლოს ძმრობის სტადიას მიაღწევს ან ჭურჭელში მოთავსებული ღვინო თუ დაძმარდება მისი გამოყენება ჰალალია. ჰალალობის დასტური შუამავლისგან გადმოცემული არაერთი ჰადისია. ღვინის ხელოვნურად ძმრად გარდაქმნა კი ზოგიერთი მეზჰების სწავლულებისთვის მიუღებელია, რომლის ძირითადი მიზეზი მუსლიმების ღვინისგან მორიდებაა, თორემ ხელოვნურად და ბუნებრივად დაძმარებული ძმარი, ორივე ერთნაირი შემადგენლობისაა, ორივეს მათრობელა ფუნქცია დაკარგული აქვს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესი იცის!

04.08.2016 ოზურგეთი

 



[1]პროფესორ დოქტორი ვეჰბე ზუჰაილი, ისლამის ფიყჰის ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 348-350.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol