zodiaqo
ისლამში ზოდიაქოს რა მნიშვნელობა აქვს?

კითხვა: ასსალლაამუ ალეიქუმ ვერეჰმეთთულლააჰი ვებერექაათუჰ!
რა მნიშვნელობა აქვს ისლამში ზოდიაქოს ნიშნებს, ვგულისხმობ იმას რომ შეიძლება თუ არა მათი დაჯერება. რას ნიშნავს ეს აეთი: „დიდება მას რომელმაც დაადგინა ცაზე ზოდიაქოს თანავარსკვლავედი და ასევე მნათობი (ანუ მზე) და მთვარე მანათობელი.“?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
მუსლიმური სწავლების მიხედვით ზოდიაქოს პიროვნების ხასიათზე ან ბედზე არანაირი ზეგავლენა არ გააჩნია. ვერც მომავლის გამოცნობაში ვერ დაგვეხმარება, რადგან ბედ-იღბალი თავისი სიავითა და სიკეთით ალლაჰისგან მომდინარეობს და მის გარდა სხვა ვერავინ ვერ შეცვლის. ასევე მომავლისა და უხილავის ცოდნა მხოლოდ ალლაჰისაა და სხვა ვერ გამოიცნობს. ზოდიაქო, ვარსკვლავები, მზე, მთვარე და სხვა ციური სხეულები ხელს უწყობს ასტრონომიიულ გამოკვლევებს, რისი მეშვეობითაც ადამიანები ადგენენ წელიწადის დროებს, სეზონებს, მოგზაურობისას მიმართულებებს და მსგავს რამეებს. თქვენს მიერ ნახსენები ფურყან სურას 61-ე აიათიც სწორედ მაგ მნიშვნელობის მატარებელია. ამავე აზრს ამყარებს ენ’ამ სურს 97-ე აიათიც:
وَهُوَ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ النُّجُومَ لِتَهْتَدُوا بِهَا فِي ظُلُمَاتِ الْبَرِّ وَالْبَحْرِ
„და იგია, რომელმაც დაამყარა თქვენთვის ვარსკვლავები, რათა გზა გაიკვლიოთ იმით ხმელეთისა და ზღვის ბნელეთში.“ (ფურყან, 25/97.)
წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
17 შაღბანი 1434 / 25. 06 .2013 კონია