Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

mkitxaoba codvaa

მკითხაობა ცოდვაა?

 
 
 



კითხვა: ყავაზე, კარტზე ან სხვა საშუალებებზე მკითხაობა ცოდვაა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს,  ვლოცავ და ვესმები მის შუამავალს!

მკითხაობა სხვადასხვა მეთოდებით მომავალის გამოცნობაა. მკითხაობა, როგორც ისლამში ასევე სხვა ზეციურ რელიგიებშიც აკრძალულია. უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

ჰოი თქვენ მორწმუნეებო! ჭეშმარიტად, ღვინო, ყუმარი, კერპები და (სამკითხაოდ განკუთვნილი) ისრები[1] სატანის ბინძური საქმეთაგანია და განერიდეთ (რათა) იქნებ გადარჩეთ (ჯოჯოხეთისაგან). (მაიდე, 5/90.)

უზენაესი ალლაჰი მკთხაობას, ღვინოსთან, ყუმართან და კერპებთან ერთად მოიხსენებს და ყველას ერთად სატანის ბინძურ საქმედ ახასიათებს. მომავალთან დაკავშირებით თვალით უხილავ ინფორმაციას მხოლოდ უზენაესი ალლაჰი ფლობს. მომავლში მოსახდენ ამბების შესახებ შუამავალმაც კი არ იცოდა, გარდა იმ გამონაკლისისა, რაც უზენაესმა ალლაჰმა მას აცნობა. უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

„უთხარი: არავინ იცის უხილავი, არც ცაში მყოფთაგან და არც დედამიწაზე მყოფთაგან, გარდა ალლაჰისა.“ (ნემლ, 27/65.)

(მუჰამმედ) უთხარი შენ: „მე არ გეუბნები, ჩემთანაა ალაჰის საუნჯენი და არც იმას, რომ ვუწყი უხილავს; და მე არ გეუბნებით, ანგელოზი ვარო. (ენ’ამ, 6/50; ჰუდ, 11/31.)

როგორც წმინდა აიათებში ვკითხულობთ მომავალთან დაკავშირებით ინფორმაციას უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა არავინ არ ფლობს, მისი უსაყვარლესი შუამავალიც კი. ვინც იჩემებს, რომ მას შეუძლია გამოიცნოს მომავლში მოსახდენი ამბები, ის უარყოფს ზემოთ აღნიშნულ აიათებს და უზენაეს ალლაჰს მომავალში მოსახდენი ამბების ცოდნაში თავს უტოლებს. ასეთ პიროვნებას კი ისლამთან საერთო არაფერი არ აქვს. ასევე ვისაც სჯერავს, რომ მკითხავს შეუძლია გამოიცნოს მომავალში მოსახდენი ამბები, ისიც უარყოფს ზემოთ აღნიშნულ აიათებს და მკითხავს ალლაჰის თანამოზიარედ ცნობს მომავალში მოსახდენი ამბების ცოდნაში, რაც აშკარა შირქია. ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) სიტყვებიც იგივეს ამოწმებს:

„ვინც წავა გძნეულთან ან მკითხავთან და მის ნაამბობს დაამოწმებს, რომ სიმართლეაო, მან უარყო ის (ყველაფერი), რაც (უზენაესი ალლაჰისგან) მუჰამმედმა მიიღო.“ (აჰმედ ბინ ჰანბელ, 2/429; ალბანი, საჰიჰუ’ლ-ჯამი’, 5939.)

ადამიანს შეიძლება არ ჯეროდეს მკითხავისა და მისი ნაამბობისა, უბრალოდ ამით ერთობოდეს, დრო გაყავდეს ან სხვა მსგავსი ფუჭი მიზნებით დაკავდეს ამ საქმით, მაგრამ ესეც მიუღებელია, ესეც ჰარამია. თუნდაც რომ არ წამდეს, მუსლიმი გართობის მიზნითაც კი არ უნდა მიუახლოვდეს მკითხავს და წამიერი კმაყოფილებაც კი არ უნდა გამოხატოს სატანის ამ ბინძური საქმის მიმართ. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვინც მკითხავთან წავა და მას რამეს კითხავს, ორმოცი დღე მისი ნამაზი არ მიიღება.“ (მუსლიმ, 4/1751.)

ღმერთო შენ დაგვიფარე ყოველგვარი შირქისა და სატანის საქმისაგან!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

26.07.2016 ბათუმი

 



[1] იგულისხმებ, ძველ დროში ერთ-ერთი მკითხაობის სახეობისას გამოყენებადი ისრები, რომლებიც დღევანდელ ცხოვრებაში იგივეა რაც ბანქო, ზარი, და სხვა ატრიბუტები რაც მკითხაობისას გამოიყენება.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol