Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

ficis gatexva

ფიცის გატეხა

 
 
 



კითხვა: ნათესავთან ჩხუბი მომივიდა და დავიფიცე, რომ მასთან აღარ მივიდოდი, თუმცა ახლა მაიც მიწევს მისვლა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ფიცი შესაძლებელია იყოს დადებითიც და უარყოფითიც. დადებითად ითვლება ისეთ რამეებზე დაფიცება, რომლის შესრულებაც მოსაწონ საქმედ ითვლება, ან ისეთ რამეებზე დაფიცება, რომელთა შესრულება არშესრულებაც პიროვნების არჩევანზეა დამოკიდებული. ფიცი უარყოფითად ითვლება თუ დავიფიცებთ ისეთ რამეზე, რომლის შესრულებას, ან შეუსრულებლობას ისლამი გვიკრძალავს და ცოდვად ითვლება.

დადებითი ფიცის შემთხვევაში მისი დაცვა სავალდებულოა, რასაც უზენაესი ალლაჰი შემდეგნაირად გვიბრძანებს:

„არ გატეხოთ ფიცი, მისი განმტკიცების შემდეგ, უეჭველად, (თქვენ ამით) ალლაჰი დაიდგინეთ თავდებად. ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის, რასაც ჩადიხართ.“ (ნაჰლ, 16/91.)

უარყოფითი ფიცის შემთხვევაში, ანუ ვინც ცუდი საქმის ჩადენაზე დაიფიცებს, ის ცოდვას ჩადის. ამგვარი საქციელი ჰარამია, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოინანიოს და ფიცი გატეხოს. ამ ფიცის გატეხისთვის კი გამოსასყიდი უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვინც რამის გაკეთებას დაიფიცებს, ხოლო შემდეგ აღმოჩნდება, რომ სხვა საქმის გაკეთება უფრო ხეირიანია ვიდრე ის, რაზეც დაიფიცა, მაშინ ის გააკეთოს, რომელიც უფრო ხეირიანია და ფიცის გასამტეხლოც გადაიხადოს.“ (აჰმედ ბინ ჰანბელი, მუსლიმი და თირმიზი. თირმიზი აბუ ჰურეირასგან გადმოგვცემს და დასძენს, რომ საჰიჰია.)

ნათესავებთან კარგი ურთიერთობის ქონა, მათი მოკითხვა და თანადგომა ყოველი მუსლიმის ვალია. ხოლო მათთან კავშირის გაწყვეტა და მათი გარიყვა კი დიდ ცოდვადაა მიჩნეული. უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი სხვადასხვა აიათებსა თუ ჰადისებში ნათესავური კავშირების გამყარებისკენ მოგვიწოდებენ:

„ნათესაური კავშირის გაწყვეტას უფრთხილდით.“ (ნისა, 4/1.)

ალლაჰის შიამავალი (ს.ა.ს.):

„ადამიანებო! სალამი გაავრცელეთ, საჭმელი აჭამეთ, ნათესაური კავშირები გაამყარეთ და (ღამით) როდესაც ხალხს ძინავს მაშინ თქვენ ნამაზი შეასრულეთ, რათა მშვიდად შეხვიდეთ სამოთხეში.“ (თირმიზი; ებუ დავუდ; იბნი მაჯე; ალბანი ამბობს, რომ ეს ჰადისი საჰიჰი ჰადისია.)

აქედან გამომდინარე ნათესავთან მიუსვლელობაზე დაფიცება, ალლაჰისა და მისი შუამავლის მიმართ სიურჩეა, რაც დაუყოვნებლივ მონანიებასა და ასეთი ფიცის გატეხვას საჭიროებს. უზენაესი ალლაჰი ნათესავებისგან თვის შორს დაჭერასა გვიკრძალავს:

„თქვენგან მდიდარნი და შეძლებულნი ნუ დაიფიცებენ, რომ დახმარებას აღარ გაუწევენ ნათესავებს, ღარიბებს და მათ ვინც გადასახლდნენ ალლაჰის გზაზე. დაე აპატიონ და მიუტევონ. განა არ გინდათ, რომ მოგიტევოთ ალლაჰმა თქვენ? ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!“ (ნაჰლ, 24/22.)

რაც შეეხება ფიცის გასამტეხლოს ეს მოცემულია მაიდეს სურაში, სადაც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ალლაჰი პასუხისმგებლობას არ გაკისრებთ თქვენს დაფიცებულზე, რომელიც (გაუცნობიერებლად) წამოგცდათ, თუმცა პასუხისმგებლობას გაკისრებთ იმაზე, რაც შეგნებულად დაიფიცეთ. რომლის გამოსასყიდიც არის ათი ღატაკის გამოლვება, საშუალოდ, როგორც მიართმევთ ხოლმე თქვენს ოჯახს, ან მათი შემოსვა, ან ერთი მონის გათავისუფლება. ხოლო ვისაც არ მოეპოვება, მან სამი დღე იმარხულოს. ესაა გამოსასყიდი თქვენი ფიცისა, თუკი გატეხავთ.“ (მაიდე, 5/89.)

როგორც აიათშია ნაბრძანები ფიცის გამოსასყიდს შეადგენს ათი ღარიბის დაპურებას, რაც გათანაბრებულია ფითრასთან. ათი ღარიბის გამოკვება გულისხმობს მათი ერთი დღის საკვებით უზრუნველყოფას, ანუ ორჯერად კვებას, რომლის საშუალო ღირებულება უნდა შეადგენდეს იმ რაციონს, როგორსაც თავის ოჯახში მიირთმევენ წლის განმავლობაში.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

07-03-2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol