Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

Shereuli Qorwineba

მუსლიმს შეუძლია თუ არა ქრისტიანის ცოლად შერთვა?

 
 
 

 

კითხვამუსლიმისთვის ნებადართულია თუ არა ქრისტიანის ცოლად შერთვა?

პასუხიდიდება ალლაჰს მოწყალეს და მწყალობელს, სალამი და ლოცვა მის შუამავალს, მისი ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს და მის მიმდევრებს.

უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს:

დღეიდან თქვენთვის ჰალალია ყველაფერი რაც კი სუფთაა. ... პატიოსანი ქალები მორწმუნეთაგან ასევე პატიოსანი ქალები, მათგან, ვისაც თქვენზე ადრე წიგნი ებოძათ (იუდეველები და ქრისტიანები_ როცა მიაგებთ მათ თავიან ურვადს _ პატიოსნად და არა სიძვისათვის, არცა ხარჭად დასმისათვის. (მაიდე, 5/5.)

აღნიშნული აიათი ზოგადად იუდეველი და ქრისტიანი ქალის შერთვაზე ნებართვას იძლევა. თუმცა ასეთი ქორწინება რომ შედგეს მას თან ახლავს ზოგიერთი პირობები, რომლის დაცვაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწინება ვერ ჰპოვებს გამართლებას.

აღნიშნული აიათი უბრალოდ ნებას რთავს ასეთი ქალების შერთვაზე, რითაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებს ქორწინებისა და გვარის გაგრძელების საშუალებას სთავაზობს და მათ სხვადასხვა სირთულეებისგან იცავს. ასევე აღნიშნული აიათი ხაზს უსვამს სხვა არამუსლიმ ჯგუფებს შორის იუდეველთა და ქრისტიანთა უპირატესობასა და მათ მუსლიმ თემთან სიახლოვეს, რომელიც ყურანის სხვადასხვა აიათებში მრავალჯერ მეორდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს არის ნებართვა და არა მოწოდებისა და წახალისების თემა. ისლამი ყოველთვის მოგვიწოდებს მორწმუნე, ღვთისმოსავი მუსლიმი ქალების შერთვას. მაგალითად ალლაჰის შუამავალი (...) ბრძანებს:

ქალს ოთხი რამისთვის ირჩევენ: სილამაზე, სიმდიდრე, გვარიშვილობა და რწმენა. ვინც მეოთხეს აირჩევს ის მოიგებს. [1]

პიროვნება თუ წარმართებისა და წიგნბოძებულთა გარემოში ან იუდეველებისა და ქრისტიანების გარემოცვაშია, სადაც არ ეყოლება თავისი თანამორწმუნე, ასეთ ვითარებაში მისთვის იუდეველზე ან ქრისტიანზე ქორწინება ჰალალია. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს თითქმის შეუძლებელია ვინმე ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს.

მუსლიმს თუ ექნება იმის იმედი, რომ ეს ქალი გარკვეული დროის შემდეგ ისლამს მიიღებს მაშინ მისთვის ასეთი ქალის შერთვა ჰალალია. ოღონდ ისლამი თვითონ, თავისი ნებით, გულწრფელად უნდა მიიღოს ძალადობა და თავს მოხვევა დაუშვებელია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

სარწმუნოებაში იძულება არ არის.[2]

მამაკაცი ყოველთვის ავტორიტეტი უნდა იყოს ოჯახში და შვილები აუცილებლად ისლამის რჯულზე უნდა აღზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ქორწინება ჰალალი ვერ იქნება.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია, სადაც ყოველ მხრივ ქრისტიანული ტრადიციებისა და ადათ წესების გარემოცვაში ვიმყოვებით. ასეთ გარემოს რათქმაუნდა თან ახლავს ისლამის წესების მიხედვით ცხოვრების, მისი ტრადიციებისა და ადათ წესების შენარჩუნების სირთულე. ასეთ გარემოში ხშირად ვხედავთ ქრისტიან ოჯახში გათხოვილ მუსლიმ გოგონებს, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ თავიანთ რწმენას. ასევე ვხედავთ მუსლიმი ბიჭების მიერ ქრისტიანი გოგონების შერთვას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბიჭების ქრისტიანულად მონათვლით სრულდება. თუ ბიჭები არ ინათლებიან მათი შვილები თითქმის ყველა ქრისტიანულად იზრდებიან. ასეთ ვითარებაში მუსლიმ ახალგაზრდებს უფრო მეტი ყურადღება ჰმართებთ და არჩევანის თავიანთ თანამორწმუნეებზე გაკეთება მათი ვალია, როგორც ამას ბრძანებს ღვთის შუამავალი (...):

ქალს ოთხი რამისთვის ირჩევენ: სილამაზე, სიმდიდრე, გვარიშვილობა და რწმენა. ვინც მეოთხეს აირჩევს ის მოიგებს.

მეზჰების იმამების უმრავლესობაც ნორმალურ პირობებში იუდეველ და ქრისტიან ქალებზე ქორწინებას მექრუჰად მიიჩნევენ, ხოლო ისეთ გარემოებაში, რაც დღეს გვაქვს საქართველოს მაგალითზე ჰარამად თვლიან.

მეზჰების იმამები ასეთი ქორწინებისთვის შემდეგ პირობებს აყენებენ:

ჰანეფი მეზჰები:

არამუსლიმურ ქვეყანაში წიგნის ხალხის ქალებზე ქორწინება ჰარამია. რადგანაც ამგვარი საქციელი ფითნას უხსნის კარს. შესაძლოა ამ ქალმა თავისი ქმარი არამუსლიმური ზნეობით შემოსოს. შვილების ქმრის რჯულის გარდა სხვა რჯულზე აღზრდას ხელს შეუწყოს. ასეთი ქორწინება სრულად და მიღებულად ჩაითვლება, თუმცა ვინაიდან უკეთურების საფრთხე არსებობს, ასეთი ქორწინება თაჰრიმენ მექრუჰია. ქალი თუ მუსლიმურ ქვეყანაში მცხოვრები წიგნის ხალხიდანაა, მაშინ მასზე ქორწინება თანზიჰენ მექრუჰია.

მალიქი მეზჰები:

ქალი გინდ მუსლიმური ქვეყნის მოქალაქე იყოს გინდ არამუსლიმური მასზე ქორწინება ზოგადად მექრუჰია. თუ ეს ქორწინება არამუსლიმურ ქვეყანაში შედგება მაშინ ეს საქმე უფრო ძლიერად მექრუჰია.

მალიქი სწავლულებს აღნიშნული დამოკიდებულების დასტურად შემდეგი არგუმენტები მოჰყავთ: ასეთი ქალისთვის, ღვინის დალევა, ღორის ხორცის ჭამა, ეკლესიაში წასვლა აკრძალული არ არის. ეს საქმეები, რომ ჩაიდინოს ქმარი მას ვერ აუკრძალავს. ასეთმა დედამ შესაძლოა შვილებს ღვინო დაალევინოს ან ღორის ხორცი აჭამოს. რაც ბავშვების არამუსლიმური ზნეობით აღზრდას შეუწყობს ხელს.

შაფი მეზჰები

ეს ქორწინება მუსლიმურ ქვეყანაში თუ იქნება მექრუჰია, ხოლო არამუსლიმურ ქვეყანაში თუ იქნება ეს კიდევ უფრო მეტად მექრუჰია. შაფი სწავლულები ასეთ ქორწინებას შემდეგ პირობებში არ მიიჩნევენ მექრუჰად:

1. თუ ასეთი ქალის გამუსლიმების იმედი არის,

2. თუ მამაკაცმა თავისი თანამორწმუნე შესაფერისი ქალი ვერ იპოვა,

3. თუ შიშობს, რომ თუ არ იქორწინა მრუშობას ჩაიდენს.

თუ ფიქრობს რომ ეს ქალი ისლამს მიიღებს და ამასთანავე ვერ პოვა მისთვის შესაფერისი მუსლიმი ქალი, ხოლო ამ ქალს მის შესაფერისად თვლის და მასთან მშვიდი ცხოვრების რეალური შანსი არსებობს, ასეთი ქორწინება სუნნეთია. ასევე, თუ შიშობს რომ დაუქორწინებლობის შემთხვევაში მრუშობას ჩაიდენს, ასეთი ქალის შერთვაც სუნნეთია. აქედან ვხდებით, რომ ასეთი ქორწინება სარგებელსა და კარგ შედეგზეა დამოკიდებული. თუ ასეთი ქორწინება სასარგებლო და კარგი შედეგის მომტანი იქნება, მაშინ ეს კარგია. თუ ასეთი ქორწინება უხეირო იქნება და ცუდ შედეგებს მოიტანს, მაშინ ეს მექრუჰია.

ჰანბელი მეზჰები

თქვენზე ადრე წიგნ ბოძებულთა პატიოსანი ქალები თქვენთვის ჰალალია. აიათი ზოგად მნიშვნელობას ატარებს, რაც ასეთი ქორწინების მექრუჰობის გარეშე ჰალალობაზე მეტყველებს.[3]

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მუსლიმ ქალებს სხვა რჯულის მამაკაცზე გათხოვება არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ. ისლამის ეს წესი ხშირად არასწორედაა გაგებული და მავანნი ქალის უფლებების შელახვას უწოდებენ. სინამდვილეში ისლამი ამით ქალის უფლებებს იცავს.

ისლამი ერთის მხრივ ნებას რთავს მუსლიმ მამაკაცებს ცოლად შეირთონ იუდეველი ან ქრისტიანი ქალები, თუმცა მეორეს მხრივ სარწმუნოებაში იძულება არ არის. ბრძანებით იცავს ქალის უფლებებს და მამაკაცს უკრძალავს მასზე რჯულის შეცვლის მხრივ ძალადობას ან თავს მოხვევას. რასაც სხვა რწმენებში ვერ ვხედავთ. მაგალითად მუსლიმი ქალი თუ გათხოვებას დააპირებს ქრისტიანზე მან ჯერ უნდა მოინათლოს ეკლესიაში და შემდეგ შედგება ჯვრისწერა. ისლამის წესების მიხედვით ქრისტიანი ქალისა და მუსლიმის შეუღლება შესაძლებელია უპრობლემოდ და ისინი კანონიერ ცოლ-ქმრად ითვლებიან როგორც რელიგიურად ასევე იურიდიულადაც. მუსლიმი როდესაც თხოვდება ქრისტიანზე მას ხშირად აქვს ორი არჩევანი ან რჯული უნდა შეიცვალოს ან კიდე თავისი ქმრის უკანონო ცოლი უნდა იყოს, რადგანაც რელიგიურად ასეთ ქორწინებას არ გააჩნია სწორი ფორმა.

მუსლიმი ქალი ყოველთვის დაიჩაგრება არამუსლიმ ოჯახში, რადგანაც ამ ოჯახის წევრებს არ სწამთ არც მისი შუამავალი და არც მისი წმინდა წიგნი ყურანი. უფრო მეტიც მათ მუჰამმედ შუამავალი (...) მატყუარად მიაჩნიათ, რომელმაც ყურანი ბიბლიიდან მოიპარა. სრულიად განსხვავებულად იგრძნობს თავს ქრისტიანი ან იუდეველი ქალი მუსლიმ ოჯახში, სადაც მათ შუამავლებს აღიარებენ, უყვართ და მათი სახელის გაგონებაზე სალავათებს კითხულობენ. ღვთის წიგნად აღიარებენ თორასა და სახარებას და მათ დიდი პატივით მოიხსენებენ. მუსლიმთა გულებში მარიამი საპატიო პიროვნებაა. მარიამი ყოველი მუსლიმი ქალისთვის სამაგალითოა.

მუსლიმ ქალებს უფლება ექნებათ ისლამის რჯუზე აღზარდონ თავიანთი შვილები, თუ კი დაემორჩილებიან ყურანის კანონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო რჯულის ოჯახში ამ უფლებასაც დაკარგავენ.

თეოლოგინოდარ დავითაძე

14-06-2015 ბათუმი



[1] ბუხარი, IX. 110; მუსლიმ, X. 51-52 (ნანავის განმარტებით); თირმიზი, III. 396; აბუ დავუდ, II. 296; ნესაი, VI. 65, 68; იბნი მაცე, I. 597; მუსტედრექ, II. 161; დარეყუტნი, II. 417

[2] ბაყარა, 2/256.

 

[3] აბდურრაჰმან ალ-ჯეზერი, 4 მეზჰების ფიყჰი, . V, ნიქაჰ.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol