Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

paska haramia

პასკის ჭამა შეიძლება თუ არა?

 
 
 



კითხვა: პასკას ჭამა ჰარამია?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

პასკა სუფთა და საკვებად გამოსადეგი ინგრედიენტებით მომზადებული ერთგვარი ნამცხვრის ან ფუნთუშას სახეობაა. ამ თვალსაზრისით ის ჰალალ პროდუქტს წარმოადგენს. თუმცა შემადგენელი ინგრედიენტების ჰალალობის გარდა ყურადღება უნდა გავამახვილოთ მის დანიშნულებასა და წარმომავლობას. სააღდგომოდ პასკა, ჯეჯილი და წითელი კვერცხი  ქრისტიანული ტრადიციაა, რომელიც ამ რელიგიის მრწამსის სიმბოლიკას წარმოადგენს და მათ უკვდავყოფას ემსახურება. მაგალითად პასკა ებრაული პასექის დღესასწაულიდან იღებს სათავეს. ქრისტიანები მას სააღდგომოდ აცხობენ იესოს მკვდრეთით აღდგომის რწმენის ნიშნად. პასკის ფორმა გოლგოთის მთის სიმბოლოა, რომელზედაც ქრისტიანული მოძღვრების თანახმად იესო ჯვარს აცვეს. ეს ყველაფერი არის ისეთი საკითხები, რასაც წმინდა ყურანი ცრუდ მიიჩნევს და მის აიათებთან წინააღმდეგობაშია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ის არც მოუკლავთ და არც ჯვარს უცვიათ, თუმცა მოეჩვენათ.“ (ნისა, 4/157.)

ჩვენ თუ გვწამს, რომ ეს ყველაფერი ბათილია და არ არის სამოთხისკენ მიმავალი მიმართულება, ჩვენ ყოველთვის ბოიკოტს უნდა ვუცხადებდეთ ბათილ და ცრუ რწმენებს, რაც ასეთ დღესასწაულებზე მონაწილეობის მიუღებლობით, ასეთი დღესასწაულების მილოცვისგან თავის შეკავებითა და თავიანთი მრწამის უკვდავყოფისთვის მიძღვნილი სიმბოლური საჩუქრებზე უარის თქმით უნდა დავაფიქსიროთ. ასეთი სიმბოლოების მიღება, ბათილი რიტუალებისა და ცრუ რწმენის მიმართ კმაყოფლებას ნიშნავს. ამგვარად ხელს შევუწყობთ ბათილის გავრცელებას და გაძლიერებას. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ერთმანეთს სიკეთესა და ღვთისმოსაობაში დაეხმარეთ და ნუ დაეხმარებით მტრობასა და ბოროტებაში.“ (მაიდე, 5/2.)

ამიტომ ასეთ რამეებს უნდა მოვერიდოთ, ვინც შემოგვთავაზებს მათ უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ამ რწმენას, არ ვაღიარებთ არც ჯვარცმას და არც მკვდრეთით აღდგომას. ჩვენი რწმენით იესო არც მოუკლავთ და არც ჯვართ უცვამთ და შესაბამისად არც აღდგომა ყოფილა. იესო ღვთის შუამავალია, რომელიც ღმერთმა ცად აამაღლა ბოლო ჟამს კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე. ასე რომ ჩვენთვის ეგ ყველაფერი ღვთის შუამავალზე ცილის წამების მეტი არაფერია.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04.05.2016 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol