Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tehejjut namazi da uziloba

როგორ მოვიქცეთ თუ თეჰეჯჯუდ ნამაზზე უძილობა გვძლევს?

 
 
 

კითხვა: სალამი და მშვიდობა თქვენდა. ამბობენ, რომ ლოცვის საუკეთესო დრო ღამის 3 საათია. მე ვცადე ამ დროს ადგომა, მაგრამ ამ დროს მე ვერ ვაზროვნებ, ვარ გათიშული, მექანიკურად თუ შევასრულებ ლოცვას და რას ვაკეთებ იმასაც თუ ვერ გავიაზრებ, ნუთუ ასეთ მდგომარეობაში ლოცვა მიიღება? ან რა უნდა გააკეთოს ადამინამა, რომ შუაღამეს გამოღვიძებულმა ნორმალურად იაზროვნოს?

პასუხი: სალამი და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ყოველი მუსლიმი ვალდებულია დღეში 5 ჯერ ნამაზს ასრულებდეს. ამის გარდა არსებობს სხვადასხვა დროს შესასრულებელი ნაფილე (ნებაყოფილებითი) ნამაზები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია მორწმუნეს ცხოვრებაში. თეჰეჯჯუდ ნამაზიც ერთ-ერთი ნაფილე ნამაზია, რომელიც ღამის 1/3-ში ერთი პირი გამოძინების შემდეგ სრულდება. როდესაც ყველას სძინავს, ირგვლივ წყვდიადი და სიჩუმე სუფევს, მაშინ მორწმუნე უარს ამბობს ტკბილ ძილსა და თბილ საწილზე, თავისი გამჩენის წინაშე დგება და მის წინაშე ქედს იხრის. ის უარს ამბობს ამქვეყნიურ სიტკბოებზე, მისი სული და გული გამჩენისკენ მიიწევს. აი სწორედ ეს გამოარჩევს ამ ნამაზს სხვა ნაფილე ნამაზებისგან.

მძიმე და დამღლელი დღის შემდეგ თეჰეჯჯუდ ნამაზის შესასრულებლად გამოღვიძება და სალოცავად დადგომა რათქმაუნდა რთული საქმეა. ხანდახან სირთულე და დაღლილობა აღწევს პიკს, როგორც თქვენ აღნიშნეთ შეიძლება ვერც კი აზროვნებდე საკმარისად და შენს მიერ წაკითხული ლოცვების არსსაც ვერ წვდებოდე. ეს ბუნებდრივი მდგომარეობაა, რაც დაღლილობას ახასიათებს. ისლამი ითვალისწინებს ადამიანის სუსტ მხარეებს და მას არ აკისრებს იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია.

მორწმუნეთა დედა აიშა (რ.ა.) გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„რომელიმე თქვენგანს ლოცვისას თუ ჩასთვლემს, სანამ უძილობას არ მოიკლავს, მანამდე დაწვეს და გამოიძინოს. რადგანაც ძილმორეული ლოცვას თუ გააგრძელებს, შეიძლება ღმერთს პატიების სანაცვლოდ საკუთარი თავის წყევლა შეევედროს.“ (ბუხარი, ვუდუ 53; მუსლიმ, მუსაფირინ 222; აბუ დავუდ, თატავვუ’ 18; თირმიზი, მევაყით 146; ნესაი, ტაჰარეთ 116; იბნი მაჯე, იყამეთ 184.)

აბუ ჰურეირასგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„რომელიმე თქვენგანი თუ ღამით ნამაზის შესასრულებლად წამოდგება და (უძილობისგან) ენა ისე შეეშლება, რომ მის მიერ წაკითხული ყურანი გაუგებარი იქნება, მან დაწვეს და გამოიძინოს.“ (მუსლიმ, მუსადირინ 223; აბუ დავუდ, თატავვუ’ 18; იბნი მაჯე, 184.)

ასე რომ დაღლილობისა და უძილობის დროს უნდა დავწვეთ და დავისვენოთ. ხოლო სხვა დროს, როდესაც დაღლილობა არ გვაწუხებს და თავს უფრო მხნედ ვგრძნობთ, ღამის ერთი ნაწილი ღვთისმასხურებას უნდა დავუთმოთ. ღამისა და დილის ღვთისმსახურებებზე უძილობამ რომ არ გვძლიოს ამისათვის წინასწარ უნდა ვიქონიოთ თადარიგი, რომლის საიდუმლოც ადრე დაწოლაა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

31.07.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol