Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

anatomiis sheswavlis miznit adamianis daxatva

ანატომიის შესწავლის მიზნით ადამიანის დახატვა

 
 
 



კითხვა: გამარჯობა! როგორც ვიცი ისლამში ნახატის შესრულება ცოდვად ითვლება... ვსწავლობ ექიმის პროფესიას და იმისთვის რომ მაღალი ქულა მივიღო აუცილებლად მიწევს ხატვა ადამიანის და მისი ორგანოების, რათა უკეთესად შევისწავლო. კითხვა მაქვს თქვენთან, ამ სახით ნახატების შესრულება შეიძლება?

პასუხი: გამარჯობა!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

დიახ ისლამში სულიერი არსებების ხატვა, კერძოდ კი მათი სახის გამოკვეთა აკრძალულია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„უეჭველად, განკითხვის დღეს (სულიერი არსებების) მხატველები დაისჯებიან და ასე ეტყვიან:

-აბა სიცოცხლეც მიეცით იმათ, რაც დახატეთ.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 5955; მუსლიმი, 2108/97; ნესაი, ჰ.ნ. 5326.)

თუმცა როგორც თქვენ ამბობთ, სამედიცინო სასწავლებელში ადამიანის ორგანოების უკეთ გაცნობისა და შესწავლის მიზნით, ამა თუ იმ ორგანოს ან მთლიანად ადამიანის სხეულის ხატვა აკრძალვას არ ექვემდებარება. რადგანაც ეს ხელს უწყობს მეცნიერების განვითარებას და მაღალ კვალიფიციური ექიმების არზრდას. ჯანმრთელობა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რომლის დასაცავადაც ისლამის შარიათში სხვადასხვა ზომებია მიღებული. აქედან გამომდინარე ამ მიზნით ხატვა აუცილებლობას წარმოადგენს, რომელიც აკრძალვას არ ექვემდებარება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

15.05.2016 ბათუმი 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol