Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

marxvis dros kbilebis gaxexva

მარხვის დროს კბილების გახეხვა შეიძლება?

<
 
 
 


მარხვის დროს კბილების გახეხვა შეიძლება?

კითხვა: სალამი. მარხვის დროს დილით კბილების გახეხვა შეიძლება თუ არა?

პასუხი: მოგესალმებით! ვადიდებს ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

კბილის ჯაგრისი მისვაქის[1] მსგავსია, ამიტომ მარხვისას, როგორც მისვაქით ასევე ჯაგრისით კბილების გახეხვა მარხვას არ მოშლის.

ამრ ბინ რაბია (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მარხვისას მისვაქის გამოყენებაში იმდენჯერ მინახავს, რომ ვერ დავითვლი.“ (ბუხარი, სავმ 27; აბუ დავუდ, სავმ 26; თირმიზი, სავმ 29.)

ზოგადად კბილების გახეხვა მარხვის მომშლელი ფაქტორი არ არის. თუმცა გახეხვის დროს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, წყალი ან კბილების გახეხვის შედეგად ღრძილებიდან გადმოღვრილი სისხლი ყელში არ გადაგვცდეს. კბილების გახეხვისას კბილის პასტის გამოყენება მექრუჰია (მოუწონარი საქციელია), თუმცა ეს მარხვას არ მოშლის, თუკი ბლომად წყალს გამოვივლებთ, კბიებში მისი გემო არ დაგვრჩება და ეს გემო ყელს არ გადაცდება.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

14.06.2016 ბათუმი



[1] მისვაქი: ხის ტოტის ან ფესვისგან დამზადებული კბილის საწმენდი საშუალება. რომლის ერთ ბოლოს ქერქს შემოაცლიან და წყალში დასველების შემდეგ კბილის ჯაგრისს ემსგავსება, რითაც კბილების გაწმენდა ხდება. მისვაქი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით და ხელს უშლის ღრძილების ანთების ჩამოყალიბებას. მისვაქის ხე ცხელ ქვეყნებში ხარობს. მისვაქის გამოყენება სუნნეთია, რადგან შუამავალი (...) ყოველთვის იყენებდა მას და თავის მიმდევრებსაც ურჩევდა მის გამოყენებას.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol