Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

vinc samtveuls imarxavs

ვინც 7 წელია სამთვეულს მარხულობს მან აუცილებლად ყურბანი უნდა დაკლას?

 
 
 

კითხვა: სელამ ალეიქუმ!

ერთი ქალი შვიდი წელია სისტემატიურად სამთვეულებს მარხულობს, შემდეგ უთხრეს, რომ ვინც სამთვეულებს ანუ რეჯება, შა'ბან და რამადანის მთვარეებს შვიდი წლის განმავლობაში უწყვეტლივ იმარხავს, მან ყურბანი უნდა დაკლასო. რამდენად მართალია ეს ნათქვამი?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ისლამის რჯული არავის ავალდებულებს ისეთი ღვთისმსახურებებით, რომლებიც მის ძალებს აღემატება ან სირთულესა და გამოუვალ მდგომარეობებს გამოიწვევს. განსაკუთრებით ნაფილე ანუ ნებაყოფილებით შესასრულებელ ღვთისმსახურებებზე არანაირი იძულება და დანამატები არ არსებობს.

ყურაბნი და მარხვა ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი და განსხვავებული ღვთისმსახურებებია. ასე რომ ერთის ყაბულობისთვის მეორეს არსებობის აუცილებლობა არასწორია. ეს ისლამის ძირითადი კანონია და არამარტო ნაფილე არამედ ფარძ და ვაჯიბ ღვთისმსახურებებშიც კი იგივე წესი მოქმედებს. მაგალითად რამადანის მთვარეში ხშირად გვესმის თუ არ მარხულობს თარავიჰ ნამაზი არ უნდა ილოცოსო და მსგავსი შეხედულებები. ყოველი ღვთისმსახურება დამოუკიდებელია და ყველას თავისი პირობები გააჩნია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მისი სისრულე ან ნაკლოვნება.

ისლამი არ გვავალებს სამთვეულის მთლიანად მარხვას ან წლების განმავლობაში იგივე ჩვევის ხანგრძლივობას, თუმცა პიროვნება თუ ამას  თავისი ნებით გააკეთებს და დაიცავს ყველა იმ პირობას, რაც მარხვისთვისაა დამახასიათებელი, ვიმედოვნებთ, რომ მისი მარხვა მიღებული იქნება უზენაესი ალლაჰის წინაშე. ასე რომ ამ ქალბატონს არანაირი ყურბნის დაკლის ვალდებულება არ აკისრია.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

30-10-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol