Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tejvidis gareshe yuranis kitxva sheizleba tu ara

თეჯვიდის გარეშე ყურანის კითხვა შეიძლება თუ არა?

 
 
 

კითხვა: ყურანს ვკითხულობ, მაგრამ თეჯვიდით ვერა, კითხვა გავაგრძელო თუ ცოდვაა?

პასუხი: ვადიდებს ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

თეჯვიდით კითხვა რათქმაუნდა უკეთესია, მეტად ლამაზია და მეტი მადლია. რადგანაც უზენაესი ალლაჰი მუზემმილ სურას 4-ე აიათში ყურანის ლამაზად კითხვას გვიბრძანებს. ასევე შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ყურანი თქვენი ლამაზი ხმებით შეამკეთ.“ (სუნენი ებუ დავუდ, სალათ, 355/1468; ნესაი, იფთითაჰ, 82/1006; დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 34/3503-04.)

ვინც თეჯვიდზე ხელს ჩაიქნევს და უარს იტყვის ლამაზი ხმით კითხვაზე მას ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) შემდეგნაირად კიცხავს:

„ყურანის ლამაზად კითხვას ეცადეთ. ვინც არ ცდილობს, რომ ლამაზად იკითხოს იგი, ის ჩვენგან არ არის.” (სუნენი იბნი მაჯე, სალათ, 176/1337; დარიმი, ფედაილილ ყურან, 34/3491.)

ხოლო ვინც არ იცის თეჯვიდით კითხვა, ხანში შესულია და ვეღარ ახერხებს სწავლას ან დამწყებია და ჯერ არ იცის კარგად კითხვა. ასეთმა პიროვნებებმა თავიანთი შესაძლებლობის საუკეთესო ფორმით უნდა იკითხონ. რასაც ვერ შეძლებენ იმას უზენაესი ალლაჰი აპატიებს და სრულ კითხვაში ჩაუთვლის ინშალლაჰ. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს:

„უეჭველად, ვინც ყურანს კითხულობს და დახელოვნებულია მისით, ის ანგელოზებთან ერთად არის. ვისაც ერთულება მისი კითხვა, მაგრამ მაინც კითხულობს, მისთვის ორმაგი საზღაური არსებობს.“ (ბუჰარი, თეფსირ, აბესე, 1/1794; მუსლიმი, სალათილ მუსაფირინ, 244/798;ებუ დავუდ, სალათ, 349/1454; თირმიზი, ფედაილილ ყურან, 13/2904; იბნი მაჯე, ედებ, 523779; დარიმი, ფადლი მინ ყარილ ყურან, 11/3371)

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

09-10-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol