Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

gamocda da marxva

გამოცდა მარხვის შესაჩერებლად საპატიო მიზეზი არ არის

<
 
 
 


კითხვა: აბიტურიენტი ვარ, საღამოს 21:30 საათამდე ვმეცადინეობ და ძალიან გამიჭირდა მარხვა. განსაკუთრებით ბოლო საათებში მიჭირს აზროვნება, როდესაც ძალიან ვიღლები. დღეჩაგდებით რომ ვიმარხულო და გამოცდების შემდეგ ავანაზღაურო ეს ცოდვაა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

გისურვებთ გამძლეობას, მოთმინებასა და წარმატებას, როგორც სულიერ ასევე სწავლა-განათლების საქმეშიც.

ისლამის შარიათში მარხვის შესაჩერებლად მგზავრობა და ავადმყოფობა მიიჩნევა საპატიო მიზეზად. ასევე ორსულის, მეძუძურისა და ღრმად მოხუცებულის მდგომარეობებიც ავადმყოფის სტატუსს ექვემდებარება, იმ შემთხვევაში თუკი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება.

თქვენს შემთხვევაში არც სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და არც ჯანმრთელობას. მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობისა და კარიერის წარმატებას ექმნება საფრთხე, რასაც იმქვეყნიურ კეთილდღეობასა და წარმატებას ვერ ვანაცვალებთ. რადგანაც ადამიანის გაჩენის მთავარი მიზანი თავისი გამჩენის მიმართ უპირობო მორჩილება და თაყვანისცემაა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

وَمَا خَلَقْتُ الْجِنَّ وَالْإِنسَ إِلَّا لِيَعْبُدُونِ

(სხვა არანაირი მიზნით) არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები გარდა ჩემზე თაყვანისცემისა.“ (ზარიათ, 51/56.)

ამქვეყნიური ცხოვრება სწორედ რომ გამოცდაა კაცთათვის, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, რადგანაც ეს არის გამოცდა, რომელსაც მარადიული ნეტარების მოტანა შეუძლია. ამიტომ მორწმუნესთვის ყოველთვის წინა პლანზე სულიერი გამოცდა უნდა იდგეს, შემდეგ კი ამ ქვეყნიური. თუ არა ღვთის ნება და მისი შეწევნა, ვერც ბევრი მეცადინეობით და ვერც დიდი ცოდნით ვერ შევძლებთ წარმატების მოპვებას.

ღვთისმოშიშობასა და მოთმინებას გირჩევთ, რამეთუ ალლაჰი დამხმარეა თავისი ერთგული მსახურებისა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

وَمَن يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَل لَّهُ مَخْرَجًا

ვისაც ალლაჰის შიში აქვს, ალლაჰი მას აუცილებლად გაუხსნუს გამოსავალს. (ტალაყ, 65/2.)

ჩემი რჩევა იქნება, რომ ღამით მეცადინეობას უფრო მეტი დრო დაუთმეთ და დღისით გამოძინებას შეეცადეთ. ასეთი საქციელი ნორმალურ პირობებში მოუწონარი საქმეა, თუმცა მარხვის გატეხვაზე უკეთესია.

გისურვებთ წარმატებებს!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

10.06.2016 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol