Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

kazinoshi an sastumroshi mushaoba haramia

კაზინოში ან სასტუმროში მუშაობა ჰარამია?

 
 
 



კითხვა: კაზინოში ან სასტუმროში მიმტანად მუშაობა ჰარამია? თუ არ ჩადიხარ ცოდვას და შენს საქმეს აკეთებ პატიოსნურად?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

კაზინო არის ადგილი, სადაც ალლაჰის აკრძალული ანუ ჰარამი საქმის მეტი არაფერი არ კეთდება. ასეთი ადგილებიდან რაც უფრო შორს ვიქნებით ჩვენთვის მით უფრო უკეთესია. მუსლიმი ყველა უკეთური და ბოროტი საქმის მიმართ ყოველთვის უნდა აფიქსირებდეს იმ დამოკიდებულებას, რაზეც დაფუძნებულია მისი რწმენა. ის ყოველთვის ბოიკოტს უნდა უცხადებდეს ისეთ, რამეებს რასაც ისლამი კრძალავს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

ვინც რაიმე უკეთურება გადაეყრება, ის საკუთარი ხელით გამოასწოროს; თუ ამის ძალა არ შესწევს, მაშინ ენით გამოასწოროს; და თუ არც ამის ძალა არ შესწევს, მაშინ გულით შეიძულოს იგი, რამე თუ ეს რწმენის ყველაზე დაბალი ხარისხია. (მუსლიმ, იმან 78; აბუ დავუდ, სალათ 248.)

ჩვენ შეიძლება ხელითა და ენით ვერ შევცვალოთ ეს უკეთურება, თუმცა ჩვანი პოზიცია მაინც უნდა დავაფიქსიროთ და ასეთი რამეებისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. ცუდი საქმის კეთებაში ხელი არავის არ უნდა შევუწყოთ. რამე თუ უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

„ერთმანეთს სიკეთესა და ღვთისმოსაობაში დაეხმარეთ და ნუ დაეხმარებით მტრობასა და ბოროტებაში.“ (მაიდე, 5/2.)

შემოსავლის შისი ნუ გექნებათ, რადგანაც სარჩოს მბოძები უზენაესი ალლაჰია. მას ამქვეყნად უთვალავი ცოცხალი არსება ჰყავს გაჩენილი, რომელთა საზრდოსაც თვითონ უზრუნველყოფს. ამ ქმნილებებს შორის მხოლოდ ერთი არსება ადამიანია, რომელიც დღე და ღამე სარჩოს შიშით თრთის. ამ შიშს იმდენად ყავს შეპყრობილი რომ თავისი გამჩენიც კი ავიწყდება. არადა ღვთის ხაზინა იმდენად ფართოა, რომ ყველას თავისუფლად შეუძლია ჰალალი გზით საკმარისი სარჩო მოიპოვოს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ჭეშმარიტად, ალლაჰია სარჩოს მომცემი.“ (51/58.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„თქვენ, რომ ალლაჰზე გულწრფელად მინდობილიყავით, როგორც ჩიტებს აპურებს, თქვენც ისე დაგაპურებდათ. ჩიტები დილით ცარიელი მუცლით გაფრინდებიან თავიანთი ბუდიდან და საღამოთი მაძღრები ბრუნდებიან.“ (თირმიზი, ზუჰდ 33.)

ვინც ალლაჰს მიენდობა ის ყოველთვის ნახავს გამოსავალს.

ვისაც ალლაჰის შიში აქვს, ალლაჰი მას აუცილებლად გაუხსნუს გამოსავალს. და მას ისე ასაზრდოებს, საიდანაც არ ელოდა. ვინც ალლაჰს მიენდობა, ის საკმარისია მისთვის. უეჭველად ალლაჰი შემსრულებელია საკუთარი ბრძანების. (ტალაყ, 65/2-3.)

რაც შეეხება სასტუმროს, მასში არსებული პირობებიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს ჰალალიც და ჰარამიც. სასტუმროში, რომელშიც ისლამის ძირითადი პრინციპები არ ირღვევა და ჰარამის აპარატად არ არის ქცეული, მასში მამაკაცისთვის მუშაობა ჰარამი არ არის.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

07.05.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol