Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

eklesiis msheneblobaze daxmareba

ეკლესიის მშენებლობაზე დახმარება შეიძლება?

 
 
 



კითხვა: მუსლიმს ეკლესიის მშენებლობაზე ფულადი დახმარება შეუძლია თუ არა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამი მორწმუნეებს ყოველთვის მოუწოდებს, ქველმოქმედებისკენ, ურთიერთ თანადგომისკენ და კაცთმოყვარეობისკენ. თუმცა არსებობს საკითხები, რაც ისლამის სწავლებიდან გამომდინარე შეიძლება ქველმოქმედებად და კეთილ საქმედ ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს. ნებისმიერ რელიგიას გააჩნია თავისი მოძღვრება და რწმენის პრინციპები, რომლის მიხედვითაც ამ რელიგიის მიმდევარი გარესამყაროსთან აყალიბებს თავის პოზიციებსა და დამოკიდებულებებს. მაგალითად ქრისტიანული სწავლების მიხედვით სტუმარს ღვინით თუ გაუმასპინძლდები ეს კეთილ საქმედ მიიჩნევა; ხოლო ისლამის სწავლების მიხედვით ცოდვაა. ისლამის სწავლების მიხედვით ერთზე მეტი ცოლის შერთვა ნებადართულია; ხოლო ქრისტიანული სწავლების მეხედვით ეს უზნეობად ითვლება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ცოდვას და მადლს ადამიანი ისე აღიქვასმ, როგორც მას თავისი რწმენა კარნახობს. ისლამის სწავლების მიხედვით არამუსლიმთა სამლოცველოების მშენებლობაზე, სიმბოლოების აღმართვაზე და რიტუალებზე დახმარების აღმოჩენა ან უშუალოდ მონაწილეობის მიღება არც ქველმოქმედებაა და არც სამადლო საქმე.

ამის შემსრულებელი ჩამოთვლითაგან ერთ რომელიმეს გულისხმობს ხოლმე:

1.      მუსლიმი ვარ, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანი ქრისტიანობითაც ცხონდეს, ამ გზაზე მყოფებიც სწორ გზაზე იმყოფებიან და ასეთ საქმეში დახმარება მადლია.

ვინც ასე ფიქრობს, ასე სწამს და ამის მიხედვით მოქმედებს, მისი მუსლიმობა საფრთხის ქვეშაა. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მან მუსლიმის წოდება დაკარგოს. შესაძლებელია ვინმე ამას უცოდინრობითა და ისლამში ჩაუხედავობით ამბობდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაეცნობა ისლამის მიდგომას ასეთი საკითხების მიმართ, ის თუ მაინც არ იშლის მის აზრს, მას საერთო არაფერი არ ექნება ისლამთან. როდესაც ჩვცენ წარმოვთქვამთ მოწმობის სიტყვას და ვამბობთ: „მოწმე ვარ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია.“ ჩვენ ამ წინადადების მეორე ნაწილში, ვამოწმებთ მუჰამმედის შუამავლობას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ის არის ბოლო შუამავალი, მისი შარიათი კი უკანასკნელი და უნივერსალური შარიათია. ისლამზე წინ არსებულ შარიათებს ისლამის მოსვლის შემდეგ ვადა ამოეწურათ და მათი მეშვეობით ღმერთთან დაახლოება, ღვთის კმაყოფილების მოგება ან სამოთხეში შესვლა შეუძლებელია. ეს არის „მუჰამმედუ’რ-რასულულლაჰ“ სიტყვის მოკლე განმარტება და ვისაც ამ სიტყვის არ სწამს ის მუსლიმის წოდებასაც არ იმსახურებს. ამის არგუმენტებია შემდეგი:

„მე თქვენთვის ისლამის რჯულზე ვარ კმაყოფილი.“ (მაიდე, 5/3.)

„და ვინც ეძიოს ისლამის გარდა სხვა რჯული, არ მიიღება მისგან და იგი განკითხვის დღეს წაგებულთაგან იქნება.“ (ალი იმრან, 3/85.)

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ვფიცავ მას, ვისაც ხელთ უპყრია მუჰამმედის სიცოცხლე, რომ ამ უმმეთიდან, ვინც გაიგებს ჩემს შესახებ, გინდ იუდეველი იყოს და გინდა ქრისტიანი და არ ირწმუნებს იმას, რითაც მე ვარ წარმოგზავნილი (ისლამი) და ისე მოკვდება, ის უსათუოდ ცეცხლის მკვიდრთა შორის იქნება.“ (მუსლიმ, 153.)

2.      ისიც ღმერთის სახლია და ისიც რწმენაა, ისინიც ერთ ღმერთს ეთაყვანებიან და ჩვენც, ისინიც სამოთხისთვის იბრძვიან და ჩვენც, რა მნიშვნელობა აქვს ღმერთი ხომ ერთია?

როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩვენ გვწამს, რომ ისლამი ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხონება და უზენაესი ალლაჰიც სწორედ ამ რჯულითაა კმაყოფილი. მაგალითისთვის თუ მოვიყვანთ, ქრისტიანული მოძღვრების თანახმად იესო არი „ღმერთი“, მას ეთაყვანებიან, მას ევედრებიან ხსნას და მისგან ელიან სამოთხით დაჯილდოებას, რასაც ჩვენ ვერ ვუწოდებთ ღმეღთის რწმენას, ღმერთზე თაყვანისცემას ან ღვთისკენ მიმავალ გზას. ისლამის სწავლების მიხედვით იესო (ა.ს.) არის ალლაჰის შუამავალი, რომელიც ხალხს ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოუწოდებდა და არა პირად გაღმერთებას. ასე რომ ამგვარი რწმენა და შეხედულება მუსლიმს სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებს, რომ მან დაკარგოს მუსლიმის წოდება.

ისლამის სწავლებით ჩვენ გვწამს, რომ ისლამის გარდა სხვა რწმენები არის ბათილი, რომლებსაც არ შეუძლიათ ადამიანის ცხონება ან ღმერთთან დაახლოება. ჩვენ გვწამს, რომ ეს არ არის გზა, რომელსაც თავისი მიმდევრები სამოთხეში მიჰყავს. ამ რწმენიდან გამომდინარე, როგორც ეთიკურად ასევე რელიგიურადაც მიუღებელია კაცს დახმარება გაუწიო ისეთ საქმეებში, რასაც არასწორედ თვლი და შეცდომად მიგაჩნია. ჩვენ არავართ კაცთმოძულეები, ჩვენ ვმოქმედებთ იმ შეგნებით, როგორც გვწამს. რაკაცთმოყვარეობაზე გვექნება საუბარი თუკი ვხედავთ, რომ ადამიანი ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას ადგას და ჩვენ მისთვის ავტობუსის ბილეთს ვყიდულობთ, რადგან მას უფრო გავუადვილოთ დამღუპველ გზაზე სვლა? ჩვენ მათ მიმართ გამოვიჩენთ ქველმოქმედებას, კეთილ მეზობლურ დამოკიდებულებას, ეს იქნება სახლის შენება, სამეურნეო საქმიანობები თუ სხვა ნებიდმიერი სოციალური დახმარების ტიპი. ოღონდ ისეთ საქმეებში ვერ ამოვუდგებით მხარში, რომელიც გვწამს, რომ არასწორია და დამღუპველია.

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს:

„ვისაც სწამს ალლაჰი და უკანასკნელი დღე, მან ან ხეირიანი სიტყვა თქვას ან გაჩუმდეს.“ (ბუხარი, ედებ 10/373.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) როდესაც სიტყვითაც კი უხეირო სიტყვის თქმაზე ნებას არ გვრთავს, ნუთუ უხეირო საქმეზე ნებას დაგვრთავს? ასე რომ ან ხეირიანი უნდა ვაკეთოთ ან საერთოდ არ უნდა ჩავერიოთ.

აბუ ბერზე ნადლე ბინ უბაიდ ალ-სულემი (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის  შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„განკითხვის დღეს ვერცერთი მსახური ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ არ მოეკითხება თუ -სიცოცხლე სად გახარჯა, თავისი ცოდნის მიხედვით რა მოიმოქმედა, ქონება სად მოიგო და სად დახარჯა; სხეული სად გაცვითა.“ (თირმიზი, ყიამე 1.)

უზენაესმა ალლაჰმა ყველა ჩვენგანს ამ დღის თადარიგით ცხოვრება გვარგუნოს წილად და ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემის ბედნიერება მოგვცეს! როდესაც ჩვენ მოგვეკითხება თუ -სად დავხარჯეთ ჩვენი ქონება- რას ვუპასუხებთ? ნუთუ ვეტყვით, რომ: ღმერთო! მეზობლები მყავდა, რომლებმაც შენსკენ მომავალი ჭეშმარიტი გზა ვერ იპოვეს და სხვა მიმართულებით ეძებდნენ შენს კმაყოფილებას. მათ ფული არ ქონდათ, რომ ეკლესია აეშენებინათ და შიგნით შენს ნაცვლად ხატებზე და წმინდანებზე ელოცათ. მე კი მათ ეკლესიის მშენებლობაში დავეხმარე, რათა შირქი უფრო იოლად აკეთონ და შენს ნაცვლად ხატებს სცენ თაყვანიო? ამიტომ ან ხეირიანი ვაკეთოთ ან საერთოდ ნუ ჩავერევით!

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

06-05-2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol