sisxlis gadasxma marxvas moshlia
სისხლის გადასხმა მარხვას მოშლის?

კითხვა: სალამ ალეიქუმ!
მარხვის დროს პაციენტზე სისხლის გადასხმა მარხვას მოშლის?
პასუხი: ალეიქუმ სალამ!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
სისხლის გაცემა მარხვას არ მოშლის, თუმცა მარხვის დროს სისხლის გაცემა მექრუჰია, რადგანაც ეს მომარხულეს ორგანიზმში სისუსტეს გამოიწვევს და საღამომდე მარხვის დაცვა გაუჭირდება.
სისხლის მიმღებს, სისხლის გადასხმის შემთხვევაში მარხვა მოეშლება. ამიტომ მან ეს დღე მარხვით უნდა აანაზღაუროს.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
28.06.2016 ბათუმი