mgzavri da marxva
მგზავრს შეუძლია მარხვა შეაჩეროს

კითხვა: გამარჯობა! სკოლიდან ექსკურსიაზე მივდივართ, მე კი ვმარხულობ. გზაში 4 დღე უნდა გავატაროთ. ამ სიტუაციაში რომ არ ვიმარხო, შემდეგ ისევ 4 დღე მარხვით უნდა ავანაზღაურო?
პასუხი: გამარჯობა!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
ისლამის შარიათის მიხედვით მგზავრობა საპატიო მიზეზად ითვლება იმისათვის, რომ მარხვა შევაჩეროთ და მგზავრობის დასრულების შემდეგ იგივე რაოდენობით დღეების მარხვით ავანაზღაუროთ, რაც მგზავრობის დროს გავაცდინეთ. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ
„ვინც ავად იყოს ან მგზავრი, ის გამოთვლილი (დღეები) სხვა დღეებში (აანაზღაუროს).“ (ბაყარა, 2/185.)
ჰანეფი მეზჰების მიხედვით, ვინც 90 და უფრო მეტი მანძილით შორდება საკუთარ საცხოვრებელ პუნქტს, ის მგზავრად ითვლება და მას ამ მოგზაურობის დროს მარხვის შეჩერება საპატიოდ ეთვლება. აქედან გამომდინარე თუ შენი საექსკურსიო მარშრუტი აღემატება 90 კილომეტრს, მაშინ შენ შეგიძლიათ ამ დღეების განმავლობაში მარხვა შეაჩერო. შემდეგ კი, როდესაც რამადანი დასრულდება, უპირველეს ხელსაყრელ მომენტში მარხვით უნდა აანაზღაურო იგივე რაოდენობის დღე, რამდენიც გააცდინე.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
10.06.2016 ბათუმი