Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

pomada marxvas moshlis

პომადა მარხვას მოშლის?

 
 
 

კითხვა: მარხვის დროს პომადის გამოყენება მარხვას შლის თუ არა? მე ძალიან მიყვარს პომადა და როდესაც ვიყენებ ახლობლები შენიშვნას მაძლევენ ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ პომადას არ ვჭამ. როდესაც ვმარხულობ და მაკიაჟს ვიკეთებ ეს ცოდვაა?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას პომადის სტატუსის ორ ჭრილში განხილვა აუცილებელია. ერთი ის რომ ტუჩზე პომადის წასმა მარხვას მოშლის თუ არა; მეორე ის რომ პომადას როგორ აფასებს შარიათი.

მარხვის დროს ტუჩზე პომადის წასმა მარხვას არ მოშლის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შარიათი პომადის გამოყენებას დადებითად აფასებს. ისლამი ქალს არ უკრძალავს მორთვა-მოკაზმვას, თუმცა მან ეს მხოლოდ თავის ქმართან უნდა გამოავლინოს, მხოლოდ თავის ქმართან უნდა გაუსვას ხაზი თავის სილამაზეს და არა ყველასთვის და ყველას დასანახად. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

وَلَا يُبْدٖينَ زٖينَتَهُنَّ اِلَّا لِبُعُولَتِهِنَّ اَوْ اٰبَائِهِنَّ اَوْ اٰبَاءِ بُعُولَتِهِنَّ اَوْ اَبْنَائِهِنَّ اَوْ اَبْنَاءِ بُعُولَتِهِنَّ اَوْ اِخْوَانِهِنَّ اَوْ بَنٖى اِخْوَانِهِنَّ اَوْ بَنٖى اَخَوَاتِهِنَّ اَوْ نِسَائِهِنَّ اَوْ مَا مَلَكَتْ اَيْمَانُهُنَّ اَوِ التَّابِعٖينَ غَيْرِ اُولِى الْاِرْبَةِ مِنَ الرِّجَالِ اَوِ الطِّفْلِ الَّذٖينَ لَمْ يَظْهَرُوا عَلٰى عَوْرَاتِ النِّسَاءِ وَلَا يَضْرِبْنَ بِاَرْجُلِهِنَّ لِيُعْلَمَ مَا يُخْفٖينَ مِنْ زٖينَتِهِنَّ

„და ნუ აჩვენებენ მორთულობებს გარდა, ქმრებს, მამებს, ქმრების მამებს, ვაჟიშვილებს, ნაცვალ ვაჟიშვილებს, ძმებს, ძმის ვაჟებს, დების ვაჟებს, თავიანთ ქალებს, მსახურებს, ქალებისგან მოკვეთილ კაცებს ან ბავშვებს რომლებსაც ჯერ არ გაეგებათ ქალთა სასირცხო ადგილების. დაფარული მორთულობების გამოსაჩენად და ყურადღების მისაპყრობად ფეხები არ დასცენ ძირს.“ (ნურ, 24/31.)

მუსლიმი ქალი უფრო მეტი რიდითა და კრძალვით უნდა გამოირჩეოდეს. მუსლიმი ქალისთვის სხვების დასანახად საკუთარი სილამაზის გამომჟღავნება, ყურადღების გამახვილება, სხვათა მზერის მიზიდვა ჰარამია. მარხვის დროს ჰარამის კეთება კი მარხვის მადლიანობას ამცირებს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

رُبَّ صَائِمٍ لَيْسَ لَهُ مِنْ صِيَامِهِ إِلَّا الْجُوعُ، وَرُبَّ قَائِمٍ لَيْسَ لَهُ مِنْ قِيَامِهِ إِلَّا السَّهَرُ.

„რამდენი მარხულია, რომელიც მარხვისგან შიმშილის გარდა სხვა ვერაფერს მიიღებს. რამდენი ღამის ღვთისმსახურებისთვის დგება საწოლიდან, თუმცა ამით მხოლოდ უძილობას მოიგებს.“ (იბნი მაჯე, ჰ.ნ. 1690.)

მარხვა ადამიანის მიერ მთელი თავისი მეობისა და სურვილების უზენაეს ალლაჰზე მიძღვნაა. მისი ბრძანების თანახმად ვთმობთ ჭამა-სმისა და სხვა ბუნებრივი მოთხოვნილებებისკენ ლტოლვას. ასევე მისი ბრძანების თანახმად ვიხსნით პირს და ვიწყებთ ჭამა-სმას. მარხვის დროს ჩვენ გვშია და გვწყურია, თუმცა უარს ვამბობთ ამ ყველაფერზე, რათა ჩვენს გამჩენს მივუძღვენით ჩვენი სურვილები და მხოლოდ მისი ნებართვის თანახმად ვმოქმედებთ. ასეთ დროს პომადა ვის ეძღვნება?

მარხვა არ არის მხოლოდ ჭამა-სმის შეწყვეტა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

لَيْسَ الصِّيَامُ مِنَ الْأَكْلِ وَالشُّرْبِ، إِنَّمَا الصِّيَامُ مِنَ اللَّغْوِ وَالرَّفَثِ، فَإِنْ سَابَّكَ أَحَدٌ أَوْ جَهِلَ عَلَيْكَ، فَلْتَقُلْ: إِنِّي صَائِمٌ، إِنِّي صَائِمٌ.

„მარხვა არ არის მხოლოდ უჭმელობა და უსმელობა. უეჭველად, მარხვა ფუჭისიტყვაობისა და უზნეო საუბრის დათმობაა. თუ მარხვისას ვინმე გაგინებს ან უხეშად გექცევა, მას უთხარი:

-მე ვმარრხულობ, მე ვმარხულობო.“ (გადმოგვცემს ჰაქიმი.)

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პომადა ტუჩზე ქმნის წყალგაუმტარ ფენას, რაც აბდესს ხელს შულის, ანუ პომადის ჩამოუბანელად აღებული აბდესი მიუღებელია.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

24.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol