Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

cxenis xorcis wama sheizleba

ცხენის ხორცის ჭამა შეიძლება?

 
 
 



ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება შეიძლება?

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

შარიათი ცხენის ხორცის საკვებად გამოყენებას კრძალავს თუ არა?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

შარიათი ცხენის ხორცის საკვებად გამოყენებას არ კრძალავს. ისლამის სწავლულთა უმრავლესობა თანხმდება საერთო აზრზე, რომ ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი ამ აზრს შემდეგი ჰადისებით ამყარებენ:

عَنْ جَابِرِ بْنِ عَبْدِ اللَّهِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُما قَالَ: نَهَى النَّبِيُّ يَوْمَ خَيْبَرَ عَنْ لُحُومِ الْحُمُرِ ، وَرَخَّصَ فِي لُحُومِ الْخَيْلِ.

ჯაბირ ბინ აბდულლაჰი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ხაიბერის დღეს შინაური სახედრის ხორცი აკრძალა, ხოლო ცხენის ხორცზე ნება დართო.“ (ბუხარი, 4219; მუსლიმ, 1941.)

عَنْ أَسْمَاءَ بِنْتِ أَبِي بَكْرِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا، قَالَتْ نَحَرْنَا فَرَسًا عَلَى عَهْدِ رَسُولِ اللَّهِ فَأَكَلْنَاهُ.

აბუ ბექირის ქალიშვილი ესმა (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ჩვენ შუამავლის დროს (ს.ა.ს.) ცხენი დავკალით და მივირთვით.“ (ბუხარი, 1942; ბუხარი, 5510.)

عَنْ جَابِرَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: سَافَرْنَا مَعَ رَسُولُ اللَّهِ وَكنَا نَأْكُلُ لَحْمَ الْخَيْلِ وَنَشْرَبَ أَلْبَانَهَا. (رواه الدارقطني والبيهقي . قال النووي : بإسناد صحيح)

ჯაბირი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ჩვენ ერთხელ შუამავალთან ერთად ვმგზავრობდით და მაგ დროს ცხენის ხორცსა და რძეს მივირთმევდით.“ (ჰადისს გადმოგვცემს დარეყუტნი და ბეიჰაყი. იმამი ნავავი დასძენს, რომ ეს ჰადისი საჰიჰი ისნადითაა გადმოცემული.)

ცხენის ხორცთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრს მხოლოდ იმამი აბუ ჰანიფა (რჰ.ა.) აფიქსირებს. იმამი აბუ ჰანიფა (რჰ.ა.) თვლიდა, რომ ცხენს მაშინდელ საზოგადოებაში სამხედრო-სტარტეგიული მნიშვნელობა ეჭირა და მისი დაცვის ზომები თუ არ იქნებოდა მიღებული შესაძლოა საჭირო დროს ცხენის უკმარისობის პრობლემის წინაშე დამდგარიყო მუსლიმი საზოგადოება. ის ამ შეხედულებას შემდეგი აიათით ამყარებდა:

والخَيْلَ والبِغَالَ والحَمِيرَ لِتَرْكبُوها وزِينَة

„ცხენები, ჯორები და ვირები ასამხედრებლად და დასამშვენებლადაა.“ (ნაჰლ, 16/8.)

საჭირო სიტუაციაში ამგვარი პოზიცია მართალი და საჭიროა, თუმცა დღეს უკვე ცხენს სამხედრო დანიშნულება დაკარგული აქვთ. თვით იმამი აბუ ჰანიფას (რჰ.ა.) მოსწავლეები აბუ მუჰამმედი და აბუ იუსუფიც (რჰ.ა.) ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ცხენის ხორცის საკვებად გამოყენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ზემოთ მოყვანილი აითი ყურადღებას ამახვილებს ცხენის და ზოგადად შესაჯდომი პირუტყვის განსაკუთრებულ როლზე, თუმცა მისი ხორცის ჭამას არავითარ შემთხვევაში არ კრძალავს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

03.01.2017 ბათუმი 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol