Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

qalta winadacveta

ქალთა წინადაცვეთა

 
 
 


კითხვა: რას გვეტყვით ქალთა წინადაცვეთის შესახებ?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ბოლო დღეებში ჩვენი ქვეყნის მედია საშუალებების მიერ საქართველოში ქალთა წინადაცვეთის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების მაღალი ინტერესისა და განხილვის მიზეზად იქცა. შექმნილმა სიტუაციიდან გამომდინარე ბუნებრივია მეც არაერთი კითხვა მივიღე და არაერთხელ მომიხვდა მისი განმარტება. ამჯერად შევეცდები თქვენს კითხვას წერილობითი პასუხი გავცე და ზოგიერთი რამ განვმარტო.

წინადაცვეთის პრაქტიკა გაცილებით უფრო ძველი დროიდან იღებს სათავეს, ვიდრე მუჰამმედ შუამავალი (ს.ა.ს.) ისლამზე მოწოდებას დაიწყებდა. როგორც ვაჟების ასევე გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა სხვადასხვა რელიგიის, ეთნოსისა და კულტურის წარმომადგენლებს შორის იყო გავრცელებული. ისლამის მოვლინების შემდეგ, მან ვაჟთა წინადაცვეთა სავალდებულო ჰიგიენურ ოპერაციად დააწესა, ხოლო ქალთა წინადაცვეთა არ აუკრძალავს, თუმცა არც მოთხოვნად და აუცილებლად შესასრულებელ რიტუალად არ დაუწესებია. ეს ღვთისმსახურების ფორმა ან რომელიმე ღვთისმსახურების სრულყოფისათვის საჭირო წინა პირობა არ არის, არც მისი შეუსრულებლობა არ ითვლება ცოდვად. ოთხი მეზჰების სწავლულები ერთხმად თანხმდებიან, რომ ისლამი ქალთა წინადაცვეთას არ კრძალავს და ის ნებადართულ საქციელად ითვლება. სწავლულები მხოლოდ იმ საკითხზე ვერ თანხმდებიან, რომ ეს საქმე ვაჯიბია,[1] სუნნეთი[2] თუ მუბაჰი.[3] სწავლულთა უმრავლესობის თანახმად ეს საქმე არის მუბაჰი ანუ ნებადართული საქმე და მისი შეუსრულებლობა გაკიცხვას არ იმსახურებს.[4]

ასევე მცდარია ის შეხედულება, რომ წინადაცვეთა ისლამის მიხედვით მონათვლას ნიშნავს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მონათვლა და არანაირ კავშირშია ნათლობასთან. ისლამის მისაღებად საკმარისია ადამიანმა გულით ირწმუნოს და ენით დაამოწმოს ისლამის რწმენის პირობები.

ქალთა წინადაცვეთა ძირითადად რეკომენდირებულია ცხელ ქვეყნებში განსხვავებული ფიზიოლოგიური მახასიათებლების მქონე გოგონებისთვის, რომლებსაც კლიტორი ან კლიტორის ჩუჩა უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ უნდა იყოს. სწორედ ამაზე მიუთითებს ფიყჰის ლიტერატურაში გამოყენებული ტერმინი عرف الديك  (‘არაფ ალ-დიიქ), რაც მამლის ბიბილოს ნიშნავს. ანუ ქირურგიული ჩარევა ხდება მამლის ბიბილოსავეთ წაგრძელებული მეტობის ან კლიტორის ჩუჩაზე ზედმეტი კანის მოსაცილებლად. აფრიკისა და არაბული ქვეყნების გარდა ნაკლებად ცხელ ქვეყნებში დაბადებულ გოგონებს მათი ფიზიოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე მსგავსი ოპერაციის ჩატარება არ ესაჭიროებათ, პირიქით ეს შეიძლება მავნეც იყოს მათი ჯანმრთელობისთვის. ისლამი არავითარ შემთხვევაში არ ურიგდება ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას ან მისი საფრთხის ქვეშ დაყენებას. ასევე მიუღებელია შინაურ პირობებში ჰიგიენისა და სტერილურობის დაუცველად მსგავსი ოპერაციების ჩატარება, როგორც გოგონებზე ასევე ვაჟებზეც. ჩვენს პირობებში დაბადებული გოგონების მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ბიჭების მდგომარეობას, რომლებიც წინადაცვეთილნი დაიბადენ. როგორც წინადაცვეთილად დაბადებულ ბიჭებს არ ესაჭიროებათ წინადაცვეთა და სისხლის გამოდენა, ასევე ამ გოგონებსაც.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ოპერაცია მიზნად არ ისახავს ქალის სექსუალობის დაქვეითებას, ან სრულ გაქრობას, რასაც სხვადასხვა ჰადისებიდან ვტყობილობთ:

عَنْ أُمّ عَطِيَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهَا: أَنَّ امْرَأَة كَانَتْ تَخْتِنُ النِّسَاءَ بِالْمَدِينَةِ، فَقَالَ لَهَا رَسُولُ الله : لَا تَنْهِكِي، فَإِنَّ ذَلِكَ أَحْظَى لِلْمَرْأَةِ، وَ أَحَبُّ لِلْبَعْلِ.

უმმუ ატია (რ.ა.) გადმოგვცემს: მედინაში იყო ერთი ქალი, რომელიც ქალებს წინადაცვეთას უკეთებდა. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მას უთხრა:

„ძალიან ნუ დაუცვითავ, რადგანაც უფრო სასიამოვნოა ქალისთვის და ქმრისთვისაც მოსაწონი.“[5]

إِنَّهُ عِنْدَمَا هَاجَرَ النِّسَاءُ كَانَ فِيهِنَّ أُمُّ حَبِيبَةَ، وَقَدْ عَرَفَتْ بِخِتَانِ الْجَوَارِي فَلَمَّا زَارَهَا رَسُولُ اللهِ  قَالَ لَهَا: يَا أُمُّ حَبِيبَةَ هَل الَّذِي كَانَ فِي يَدِكِ هُوَ فِي يَدِكِ الْيَوْم؟ فَقَالَت:  نَعَمْ يَا رَسُولُ الله إِلَّا أَنْ يُكُونُ حَرَامًا فَتَنْهَانَاعَنْهُ. وً قَالَ رَسُولُ اللهِ : بَلْ هُوَ حَلَال. وَ قَالَ : يَا نِسَاءَ الْأَ نْصَارِ اخْتَفْضِنِ (إِخْتَتِن) وَ لَا تَنْهِكْنِ أَيِّ لَا تَبَالِغْنِ فِي الْخِفَاضِ.

აბუ ჰურეირა (რ.ა.) გადმოგვცემს:

 „როდესაც მუჰაჯირი ქალები ჩამოვიდნენ, მათშორის იყო უმმუ ჰაბიბე (რ.ა.), რომელიც გოგონებს წინადაცვეთას უკეთებდა. როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ეს ქალი ნახა, მას უთხრა: უმმუ ჰაბიბე! შენ დღესაც ხელობ იმ ხელობას, რასაც ადრე აკეთებდი? მან უპასუხა: დიახ ალლაჰის შუამავალო, მაგრამ ეს თუ ჰარამია და მიკრძალავთ ამის გაკეთებას, მაშინ აღარ გავაკეთებ. შუამავალმა (ს.ა.ს.) უპასუხა: არა, ეს ჰალალია. შემდეგ დასძინა: ენსარის[6] ქალებო წინადაიცვითეთ, თუმცა ძალიან ნუ დაიცვეთთ ანუ ნუ გადააჭარბებთ ამ საქმეში.“[7]

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

19.11.2016 ოზურგეთი



[1] აუცილებელი.

[2] შუამავლის მიერ დამოწმებული კარგი და სამაგალითო საქმე.

[3] ჩვეულებრივი საქციელი, რომელიც არც მადლია და არც ცოდვა

[4] მეზჰების სწავლუთა შეხედულებების შესახებ ფართო ინფორმაციისთვის იხილეთ:

ა. ჰანეფი: მავსილი, ალ-იხთიარ შერჰუ’ლ-მუხთარ, ტ. 2, გვ. 121; იბნი აბიდდინ, ჰაშიე, ტ. 5, გვ. 479.

ბ. შაფი’ი: ნავავი, მეჯმუ’ ტ. 1, გვ. 297.

გ. ჰანბელი: იბნი ყუდამე, მუღნი, ტ. 1, გვ. 70, განმარტებასთან ერთად.

დ. მალიქი: რაფი’ი, შერჰუ’ლ-ქებიირ, ტ. 2, გვ. 101.

[5] აბუ დავუდ, ედებ, 179. ჰ.ნ. 5271.

[6] ენსარი არაბული სიტყვაა და დამხმარეებს ნიშნავს. ისლამურ ტერმინოლოგიაში ამგვარად იწოდებიან მედინას, რომკვიდრნი, რომლებმაც მექქადან ჩამოსულ მუჰაჯირებს მატერიალური და ფიზიკური დახმარება აღმოუჩინეს.

 

[7] შევქანი, ნეილულ ევტარ, ტ. 1, გვ. 113. ბეიჰაყი, შუ’აბუ’ლ-იმან.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol