Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

regaibis gamis shesaxeb

რეღაიბის ღამის შესახებ

 
 
 



კითხვა: ხომ არის ხუთი წმინდა ღამე. მაგალითად ერთ-ერთი წუხელ იყო რეგაიბის ღამე, სადაც 12 მუხლს ლოცულობენ. მაინტერესებს ეს სალოცავი აუცილებელია თუ არა, რადგანაც ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს ხალხის გამოგონილი რიტუალებია?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ღმერთს მადლობა, რომ მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) მიმდევარი მუსლიმები ვართ, ღმერთს მადლობა, რომ მისგან მივიღეთ წიგნი, რომელშიც არ არის ეჭვი და მისმა შუამავალმა საუკეთესო მაგალითად სუნნეთი დაგვიტოვა. მუსლიმისთვის ყვეაზე მთავარი წყარო სწორედ ეს ორი წყაროა, რომლისგანაც ვსწავლობთ ღვთისმსახურების ფორმებს, ღვთის წინაშე მიღებულ თუ მიუღებელ საქმეებს; რომლის მიხედვითაც დიადი ღმერთის წინაშე განისჯება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ მსგავსი შეხედულებები ნამდვილად არსებობს ხალხში, რომლის მიხედვითაც არსებობს ხუთი ძვირფასი და გამორჩეული ღამე, რომელშიც გაცილებით მეტი ღვთისმსახურება უნდა შევასრულოთ, ვიდრე სხვა დღეებში. ამ დღეებში თითქოს სხვა დღეებთან შედარებით დაცული მარხვა ერთი ათად ან ასად ფასდება. ასევე შესრულებული ნამაზის და სხვა ღვთის მსახურებების მადლიანობაც მაღალია. თუმცა ამის შესახებ ჩვენ ვერაფერს ვხედავთ იმ წიგნში, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება (ყურანში) და მუჰამმედ შუამავლის უნაკლო სუნნეთში. მაშ ვინ გამოარჩია ეს ღამეები და ვინ განსაზღვრა ამ ღამეებში შესრულებული ღვთისმსახურებების მაღალი მადლიანობა? ყოველი ღვთისმსახურების სამაგიეროდ მადლის მომნიჭებელი ღმერთია. ვის აქვს იმის ცოდნა ან იმის უნარი, რომ შეიცნოს თუ რომელ ღვთისმსახურებაზე რამდენ მადლს მოიღებს უზენაესი ჩვენთვის? მსგავსი რამეები მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც უზენაესმა ამის შესახებ გვამცნო თავის წიგნში ან გაგვიცხადა მისი შუამავლის პირით. ალლაჰის სახელით სიცრუის საუბარი ძალიან დიდი ცოდვაა, რომელსაც ალლაჰი შემდეგნაირად ბრძანებს:

სხვა ვინ იქნება იმაზე უფრო დიდი უსამართლო, ვინც ალლაჰს ცილი დასწამა.“ (იუნუს, 10/17.)

უზენაესი ალლაჰი ასევე აფრთხილებს იმ ხალხს, ვინც ხალხის დადგენილი შარიათის მიმდევრები არიან:

„ან იქნებ (ალლაჰის) თანაზიარები ჰყავთ, რომლებიც ნებას რთავენ იმაზე რაზეც ალლაჰს ნება არ დაურთავს მათთვის.“ (შურა, 42/21.)

აქედან გამომდინარე ჩვენ, რგოროც მუსლიმებს ანუ ერთადერთი ღმერთის მორჩილებს არ მოგვიხდება ღვთის გაფრთხილებების უგულებელყოფა და სხვის მიერ დადგენილ ადათ-წესებზე ბრმად მიყოლა. ამის მომწოდებელი რაცარუნდა ავტორიტეტული არ იყოს დაჯერებას და მიყოლას არ იმსახურებს, სანამ თავის სიტყვას არ დაამოწმებს ყურანით ან შუამავლის უნაკლო სუნნეთით. უზენაესმა ალლაჰმა გამორჩეული და ძვირფასი ღამის შესახებ გვამცნო თავის წმინდა წიგნში, რომელსაც ემსახურებოდა ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.), ღვთისმსახურებებს ასრულებდნენ საჰაბეები (რ.ა.) და თანხმდებოდნენ მეზჰების იმამები. ეს ღამე არის ყადირის ღამე, რომელიც რამადანის მთვარეში იმყოფება და მისი სიდიადე და მადლიერება აღწერილია წმინდა ყურანსა და შუამავლის სუნნეთში. სხვა ღამეების შესახებ ყურანში არაფერი არ გვხდება, არსებობს მხოლოდ რამოდენიმე ცრუ ან ნაკლებად სანდო სუსტი ჰადისები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე ნაფილე ღვთისმსახურების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით ეს სუნნეთია და ყოველი მუსლიმი შეძლებისდაგვარად უნდა ცდილობდეს მეტი ილოცოს, მეტი იკითხოს, მეტი იმარხოს და მეტი მოწყალება გაიღოს. ადამიანს ღვთისმსახურება არასდროს არ მოჭარბდება. მე წინააღმდეგი ვარ ისეთი ადათ-წესებისა და რიტუალების დანერგვისა, რომლებიც ალლაჰისა და მისი შუამავლისგან არ მოდის. წინაარმდეგი ვარ წელიწადში მხოლოდ ხუთი ღამის ღვთისმსახურებისთვის გამოყოფაზე და წელიწადის დანარჩენი დღეებისა და ღამეების ცხოველური ვნებების განკარგულებაში მოქცევაზე. წელიწადის დანარჩენ დროებს ჩვენი ხორციელი გრძნობები უფრო აკონტროლებს ვიდრე სულიერი. მუსლიმი ყოველთვის ისე უნდა ცხოვრობდეს, რითაც მისი გამჩენი კმაყოფილი იქნება. მე წინააღმდეგი ვარ ღმერთზე ცილის წამებისა, როდესაც ესა თუ ის პიროვნებები გამოდიან და მოურიდებლად აცხადებენ, რომ ამ დღეს თუ იმარხულებ ღმერთი სამი წლის მადლოს მოგცემსო. საიდან იცი ცოდვილო ადამიანო? რატომ უსწრებ მოვლენებს და ღმერთის მისაღებ გადაწყვეტილებას შენ თვითონ რატომ ღებულობ?

დიდება ალლაჰს, სალამი და ლოცვა მის შუამავალს! ღმეღთო შეგვაგნებინე მართალი მართალად და შეგვმოსე სიმართლით; ასევე შეგვაგნებინე ბათილი ბათილად და აგვარიდე მას. ამინ!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე.

 

25.04.2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol