Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

samotxeshi allahs vixilavt

სამოთხეში ღმერთს ვიხილავთ?

 
 
 



კითხვა: ოდესმე ღმერთს პირადად შევხდებით? მას იმ ქვეყნად ვნახავთ?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ეჰლი სუნნეთის მრწამსის თანახმად მორწმუნეები სამოთხეში თავიანთ გამჩენ ალლაჰს იხილავენ. რათქმაუნდა ხილვადობა არ იქნება მოჩვენებითი ან ირიბი. ისინი პირდაპირ და მკაფიოდ იხილავენ უზენაეს ალლაჰს. ამ საკითხზე ეჰლი სუნნეთის ყველა მიმდინარეობა ერთხმად თანხმდება. აღნიშნული საკითხის დასტურად ყურანსა და სუნნეთში არა ერთი არგუმენტი მოგვეპოვება.

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

იმ დღეს გაბრწყინებული სახენი იქნება, თავიანთი ღმერთისკენ შემცქერი. (ყიამეთ, 75/22-23.)

ჯაბირ ბინ აბდულლაჰი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) ერთად ვისხედით. იმ ღამეს მთვარე თოთხმეტი დღისა იყო, ალლაჰის შუამავალმა მთვარეს გახედა და გვითხრა:

შეხედეთ ამ მთვარეს! უეჭველად, თქვენ იხილავთ თქვენს გამჩენს ისე, როგორც ამ მთვარეს ხედავთ. ხალხმრავლობა მისი ხილვისგან ვე დაგაბრკოლებთ.“ (ბუხარი, თავჰიდ, 24; მუსლიმ, მესაჯიდ 211 (ჰ.ნ. 633.)

აბუ საიდ ალ-ჰუდრი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ხალხმა ალლაჰის შუამავალს ჰკითხა: ალლაჰის შუამავალო! განკითხვის დღეს ღმერთს ვიხილავთ?

ალლაჰის შუამავალმა უპასუხა: დიახ, შუადღისას, როდესაც მზეს არანაირი ღრუბელი არ ჰფარავს განა გიჭირტი მისი დანახვა? ანდა თოთხმეტი დღის მთვარის დანახვა გიჭირთ, რომელსაც არანაირი ღრუბელი არ ჰფარავს?

იქ მყოფებმა უთხრეს: არავითარ შემთხვევაში არ გვიჭირს ალლაჰის შუამავალოო.

შუამავალმაც მიუგო: როგორც აშკარად და ყოველგვარი სირთულის გარეშე ხედავთ მზესა და მთვარეს, განკითხვის დღეს ღმერთსაც ისე აშკარად იხილავთ ალლაჰს.“ (ბუხარი, თაფსირ ალ-ყურან; მუსლიმ, იმან, 302 (ჰ.ნ. 183.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) კიდევ ერთ ჰადისში ბრძანებს:

„როდესაც სამოთხის მკვიდრნი სამოთხეში შევლენ, უზენაესი ალლაჰი მათ ეტყვის: თუ კიდევ გსურთ რამე, მითხარით და მოგცემ.

სამოთხის მკვიდრნი ეტყვიან: განა არ სახეები გაგვიბრწინე? განა სამოთხეში არ დაგვამკვიდრე? განა ჯოჯოხეთისგან არ გვიხსენი? ამაზე მეტი რა უნდა ვისურვოთო?

ამის შემდეგ აიხსნება ფარდა. მათ უზენაესი ალლაჰის ხილვაზე უფრო სასიხარულო ჯილდო არაფერი მიუღიათ.“ (მუსლიმ, იმან 297; თირმიზი, ჯენნეთ 16.)

ამ და სხვა მრავალ ჰადისზე დაყრდნობით ეჰლი სუნნეთი ადასტურებს და ერთიანად თანხმდება იმ საკითხზე, რომ იმქვეყნად ალლაჰის ხილვა შესაძლებელია და მასში ეჭვი არ არსებობს.

მაგალითად იმამი აბუ ჰანიფა „ფიყუ’ლ-ექბერში“ ამბობს:

„იმქვეყნად ალლაჰი ხილვადი იქნება. მორწმუნეები სამოთხეში ალლაჰს უშუალოდ, სხვა რამეზე მიმსგავსებისა გარეშე და ჩვენთვის უცნობი რაობით იხილავენ. ხილვა განხორციელდება თვალით, რომელიც მდებარეობს თავზე.“[1] იმამი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ხილვა იქნება თვალით, რომელიც მდებარეობს თავზე. ის ამით უარყოფს იმ გზას ამცდარი ჯგუფების შეხედულებებს, თუთქოს და ეს ხილვა იქნება გულით შეცნობა ან თვალისგან დამოუკიდებელი ხედვა.

ასევე იმამი აბუ ჯაფერ ალ ტაჰავი „აყიდეთუ ტაჰავიაში“ ამბობს:

„სამოთხის მკვიდრთა მხრიდან ალლაჰის ხილვის თაობაზე, ვისაც რაიმე ეჭვი ექნება ან მას რაიმე განსხვავებული შეხედულებისამებრ განმარტავს, მას ეს ალლაჰის ხილვადობის შესახებ სწორ რწმენად არ ჩაეთვლება. რამეთუ ალლაჰის ხილვადობის საკითხის სხვა მნიშვნელობით შეცვლა, რუბუბიეთის საკითხებთან მჭიდრო კავშირშია, აქედან გამომდინარე მისი ჭეშმარიტი განმარტება, სრული მორჩილება და მისი სხვა მნიშვნელობით შეცვლის უარყოფაა. მუსლიმთა რწმენაც ამას ეფუძნება.[2]

ანუ ეჭვი არ არის იმაში, რომ მორწმუნეები იმქვეყნად უზენაეს ალლაჰს იხილავენ. მისი ხილვადობა იქნება ისეთივე აშკარა, როგორი აშკარა და უტყუარიცაა უღრუბლო ცაზე მზე და მთვარე. აიათში და ჰადისებში ალლაჰის ხილვადობის შესახებ გადმოცემული სიტყვები პირდაპირ მნიშვნელობებს შეიცავენ, რომლებსაც გადატანითი მნიშვნელობებისა და უარყოფის გარეშე ვღებულობთ. ჰადისში მოყვანილი მთვარისა და მზის მაგალითი მხოლოდ ღვთის ხილვადობის უტყუარობის მაგალითია. ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივამსგავსოთ მთვარეს ან მზეს, ან კიდე ცაზე მთვარისა და მზის მდგომარეობასა და მდებარეობას. ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთის რაობის წარმოდგენა და აღწერა, ამიტომ ვერ ავღწერთ მისი ხილვადობის ფორმას, რაობას ან ვითარებას. ღმერთთან დაკავშირებული მსგავსი საკითხების აღწერა, გონებაში წარმოსახვა ან ასეთ რამეზე ფიქრი მიგვიყვანს ღვთის მიმართ დამახინჯებული წარმოდგენების ჩამოყალიბებამდე, რაც ქუფრია. ჩვენ უარყოფის, მნიშვნელობის შეცვლისა და სხვა ქმნილებებზე მიმსგავსების გარეშე ვაღიარებთ, ვეთანხმებით და გვწამს ის, რაც გადმოცემულია წმინდა  ყურანში და მუჰამმედ შუამავალმა უზენაესი ალლაჰის შესახებ გვამცნო. ვდუმვართ იმ თემებზე, რაზეც წმინდა ყურანში არაფერი წერია და მუჰამმედ შუამავალი დუმს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

01.11.2016 ბათუმი

 



[1] Mustada ÖZ, İMÂM-I A’ZAM2IN BEŞ ESERİ, fıkhu’l-Ekber, s. 56.

[2] İbn Ebi’l-İzz el-Hanefi, el-AKÎDETĞ’T TAHÂVİYYE ve Şerhi, s. 232.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol