Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

umizezod sami jumis gacdena

უმიზეზოდ სამი ჯუმის გაცდენა

 
 
 


კითხვა: ასსალამუ ალეიქუმ ვე რაჰმეთულლაჰ!

ერთ ჰადისში ასეა ნათქვამი, რომ ვინც სამ ჯუმას გააცდენს მისი გული დაიხურებაო, ამ ჰადისით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გულის დახურვაში რას გულისხმობს?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

აღნიშნული ჰადისი აბუ დავუდის სუნენშია გადმოცემული, რომლიც შემდეგნაირადაა:

აბუ ჯა’დ ად-დამრი (რ.ა.) ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ნათქვამს ასე გადმოგვცემს:

(( مَنْ تَرَكَ ثَلَاثَ جُمَعٍ تَهَاوُنًا بِهَا طَبَعَ اللَّهُ عَلَى قَلْبِهِ.)) [ رواه أبو داود والنسائي والترمذي وابن ماجه وصححه الألباني في صحيح أبي داود ]

„ვინც უყურადღებობით სამჯერ ჯუმას გააცდენს, უზენაესი ალლაჰი მის გულს დაბეჭდავს.“ (აბუ დავუდ, ჰ.ნ. 1052; ნესაი, ჰ.ნ. 1369; თირმიზი, ჰ.ნ. 500; იბნი მაჯე, ჰ.ნ. 1125. ალბანი, „საჰიჰ-ი აბუ დავუდ“ სახელობის ნაშრომში ამოწმებს, რომ ეს ჰადისი საჰიჰია.)

სუნენი აბუ დავუდის შერჰში ანუ აბუ დავუდის ჰადისთა კრებულის განმარტებაში, აღნიშნული ჰადისი შემდეგნაირადაა განმარტებული:

„აღნიშნული ჰადისი გვამცნობს, რომ ვინც ჯუმას უყურადღებობის ან სიზარმაცის გამო სამ ჯუმას გააცდენს, უზენაესი ალლაჰი მის გულს დაბეჭდავს ან დახურავს. ვინც ჯუმას იმიტომ აცდენს, რომ მას უარყფს ან უმნიშვნელოდ მიიჩნევს, ის რწმენიდან გავა, ქააფირი გახდება.

გულის დაბეჭდვა მისი გულის გაუხეშებას გულისხმობს, რომელშიც ხეირიანი არაფერი აღარ შევა.

ზეინუდდინ ალ-ირაყი (გ.თ. 806/1404) ამბობს, რომ სიტყვა „თეჰავუნ“ უმიზეზოდ გაცდენას, ხოლო გულის დაბეჭდვა კი გულის მუნაფიყის გულად გადაქცევას ნიშნავს.

ჰადისში გულის დაბეჭდვის პირობად სამი ჯუმის გაცდენაა დაკონკრეტებული. სამი ჯუმის გაცდენა ზედიზედ თუ სხვადასხვა დროსაც რომ მოხდეს მაშინაც? ეს უკვე აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი საკითხია. სწავლულთა შორის ორივე შეხედულებას ჰყავს თანამოაზრეები. ჰადისის პირდაპირი მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ თუნდაც რომ სხვადასხვა დროს იყოს, სამჯერ ჯუმის გაცდენა გულის დასაბეჭდად საკმარისია. რადგანაც ჰადისში ზოგადად სამი ჯუმაა ნახსენები. დეილემი (509/1115) მუსნედ-ი ფირდევს სახელობის ნაშრომში გადმოგვცემს შუამავლის (ს.ა.ს.) სიტყვებს, სადაც იგი ამბობს: „ვინც უმიზეზოდ სამ ჯუმას ზედიზედ გააცდენს, უზენაესი ალლაჰი მის გულს დაბეჭდავს.“[1] ამ ჰადისის მიხედვით გაცდენილი სამი ჯუმა ზედიზედ უნდა იყოს, რომ გულის დაბეჭდვის მიზეზი გახდეს.

ერთი ჯუმის გაცდენა გულის დაბეჭდვის მიზეზი არ არის, სამი ჯუმა კი უზენაესი ალლაჰის მხრიდან მის მსახურებზე მოსანანიებლად და შეცდომის გამოსასწორებლად მიცემული ხანგრძლივი დროის მონაკვეთია.

ჯუმის უმიზეზოდ გაცდენისგან გამაფრთხიებელი არაერთი ჰადისი მოგვეპოვება. ამათგან ზოგიერთების მნიშვნელობები ასეთია:

„უმიზეზოდ სამი ჯუმის გამცდენის გულს უზენაესი ალლაჰი დაბეჭდავს.“

„უმიზეზოდ სამი ჯუმის გამცდენი მუნაფიყთა სიაში შევა.“

„ვინც უმიზეზოდ სამი ჯუმა გააცდინა, მან ისლამი ზურგს უკან მოისროლა.“[2]

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

06.08.2016 ოზურგეთი

 



[1] მსგავსი ჰადისისთვის იხ. ბეიჰაყი, ას-სუნენუ’ლ-ქუბრა, III, 247.

[2] ნეჯათი იენიელი და ჰუსეინ ქარაფინარი, „სუნენი აბუ დავუდი და მისი განმარტება“, ტ. 4, გვ. 136. გამომცემლობა შამილი.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol