Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

musika da gartoba

მუსიკა და გართობა?

 
 
 



კითხვა: რას ამბობს ყურანი მუსიკისა და გართობის შესახებ?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამში მუსიკის ყოველი სახეობა აკრძალულია, გამონაკლისი მხოლოდ დაფია. ამის შესახებ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ნიქაჰს (წყვილის შეუღლებას) ფარულად ნუ შეადგენთ, საჯაროდ გააცხადეთ, როგორიცაა მეჩეთი და მსგავსი ხალხმრავალი ადგილები და გასაჯაროების მიზნით დაფს დაჰკარით.“ (თირმიზი, ნიქაჰ 6.)

აბუ ‘უმამე (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე თქვა:

„მომღერალი ქალების გაყიდვა, ყიდვა, მათით ვაჭრობა ჰალალი არ არის. ასეთი ვაჭრობით მოგებული ფულიც ჰარამია. ამის შემდეგ ეს აიათი წაიკითხა:

ადამიანებს შორის (ისეთებიც არიან), ვინც ყიდულობს ფუჭსიტყვაობას, რათა უცოდინრობით აცდუნონ ალლაჰის გზას და მასხრად აიგდონ იგი. აი სწორედ მათთვისაა დამამცირებელი სასჯელი. (ლუყმან, 31/6.) და დასძინა, რომ უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი სწორედ ამის შესახებ ჩამოავლინაო.“ (ტაბერანი, ალ-მუ’ჯემუ’ლ-ქებირ, VIII/7749, 7805, 7825, 7855, 7861, 7862.)

ეჰლი სუნნეთის სწავლულები ერთხმად თანხმდებიან, რომ ლუყმან სურას 6-ე აიათში ნახსენები „ფუჭსიტყვაობა“ სწორედ მუსიკასა და სიმღერაზე მიუთითებს. მუსიკისა და მუსიკალური საკრავების ამკრძალავი ჰადისები შუამავლის უნაკლო სუნნეთში უხვად მოგვეპოვება. მაგალითისთვის მე მხოლოდ ერთს მოვიყვან:

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„თუკი ჩემი უმმეთი თხუთმეტ სიავეს ჩაიდენს, მათ ალლაჰის რისხვა მოელით. იქ მყოფებმა იკითხეს:

-ალლაჰის შუამავალო! ეს რა სიავეებია? მან ჩამოთვალა:

-ესენია: როდესაც ქონება გარკვეული კლასის ხალხის ხელში იქნება დაგროვილი, ამანათს უღალატებენ და პატრონს აღარ დაუბრუნებენ, ზექათს ანგარებით გასცემენ, ქმრები ცოლების მმართველობაში მოექცევიან, დედებს პატივს აღარ სცემენ, კაცი მეგობრის მიმართ კარგი იქნება, ხოლო საკუთარი მამის მიმართ ცუდი; როდესაც მეჩეთში ალლაჰისა და შუამავლისთვის მოუწონარი ფორმით ხმას აიმაღლებენ, მდაბიონი საზოგადოების მმართველად მოევლინებიან, კაცს მხოლოდ იმისთვის სცემენ პატივს, რომ მისი სიავისგან უსაფრთხოდ იგრძნონ თავი; როდესაც ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელები ბლომად მოხმარების საგნად იქცევა, უქმედ ხარჯვას მიჰყოფენ ხელს და აბრეშუმით შეიმოსებიან, მომღერლები გამრავლდებიან და ყოველი საქმისთვის მათ მოიპატჟებენ, ყოველგვარი მუსიკალური ინსტრუმენტები გავრცელდება და მათი შეძენა გაადვილდება, როდესაც ამ უმმეთის ახალი თაობა წინაპარებს ლანძღვას დაუწყებს. როდესაც ეს ყველაფერი თავს იჩენს, მაშინ უნდა ელოდეთ გამანადგურებელ ქარს, ან მიწაში ჩაძირვას, ან სხვა არსებად გადაქცევას და მსგავ სასჯელებს.” (თირმიზი, ფითენ, 38; აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, V/329.)

მუსიკის სიავეს ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში ასე გვიხსნის:

„როგორც წყალი აღვივებს თესლს, მუსიკაც ისე აღვივებს ადამიანის გულში ნიფაყს (ფურწმუნოებას).“ (აბუ დავუდ, ფითენ, 12.)

როგორც ჰადისებში ვკითხულობთ, ასევე ეჰლი სუნნეთის ოთხი მეზჰების ოთხივე იმამიც ადასტურებს იმ აზრს, რომ დაფის გარდა სხვა მუსიკალური ინსტურუმენტების გამოყენება ჰარამია. თუმცა შემდგომი თაობის ზოგიერთმა სწავლულებმა მოახდინეს მუსიკის კლასიფიკაცია და თქვეს, რომ არსებობს მუსიკის ორი კატეგორია: ჰარამი და მუბაჰი. რასაც ვერ დავეთანხმებით, რაფგანაც პირველი სამი თაობის მუსლიმები მსგავს კლასიფიკაციას არ სცნობდნენ.

აქვე მინდა შევეხო გართობის თემასაც და აღვნიშნო, რომ ისლამი ჰალალის ფარგლებში გართობას, მხიარულებასა და სიხარულის გამოხატვას არ კრძალავს. სუნნეთში მუსიკა ანუ სხვადასხვა საკრავი ინსტრუმენტებით წარმოქმნილი ხმა აკრძალულია, თუმცა სიმღერა და ლექსი განიხილება მისი სიტყვების შინაარსის მიხედვით, რაც შესაძლებელია იყოს ჰარამი ან მუბაჰი. მუსიკა და რიტმი ადამიანს ყოველთვის ცეკვა-ხტუნაობისკენ უბიძგებს, რასაც ღვთის მივიწყება, ზიქრის მიტოვება და რიდის სისუსტე თან მოაქვს ხოლმე შედეგად. ლექსი და სიმღერა კი ფიქრისკენ უბიძგებს ადამიანს. ამიტომაც ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) არ აუკრძალავს მსგავსი ქმედებები. პირიქით ის ამბობდა, რომ ლექსში სიბრძნე დევს:

უბეი ბინ ქაბი (რ.ა.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „ლექსში სიბძნეა.“ (ბუხარი, ედებ 90; აბუ დავუდ, ედებ 95, ჰ.ნ. 5010; თირმიზი, ედებ 69, ჰ.ნ. 2847; იბნი მაჯე, ედებ 41, ჰ.ნ. 3755.)

ამრ ბინ შერიდი თავისი მამისგან (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ერთ დღეს ალლაჰის შუამავათან (ს.ა.ს.) ერთად დასაჯდომ პირუტყვზე შუამავლის უკანა მხარეს ვიჯექი. მკითხა, რომ: იბნი აბუ საითის ლექსებიდან, რომელიმე ზეპირად თუ იციო? მე ვუთხარი, რომ ვიცოდი. მან წაიკითხეო მითხრა. მეც ერთი სტროფი წავიკითხეე, მან მითხრა რომ გააგრძელეო, მე კიდევ ეთი სტროფი წავიკითხე, მან მითხრა, რომ გააგრძელეო. ასეთნაირად მე მას ასი სტროფი წავუკითხე.“ (მუსლიმ, ლექსი 1, ჰ.ნ. 2266.)

მუავვიზის ქალიშვილი რუბეია (რ.ა.) გადმოგვცემს:

„რომ გავთხოვდი მეორე დღეს ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჩემთან მოვიდა, ჩემს ოთახში შემოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა. ამ დროს ოთახში პატარა გოგონები იყვნენ, რომლებიც დაფს უკრავდნენ და თან ბედირის ომში დაღუპულთა გმირობებს ყვებოდნენ. ამ გოგონებიდან ერთ-ერთმა: ჩვენს შორის არის შუამავალი, რომელმაც იცის თუ რა მოხდება ხვალო, თქვა. ამის გაგონებაზე ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ამ გოგოს შეუსწორა და უთხრა: ამას ნუ იტყვი, ხოლო აქამდე რასაც ამბობდი ის გააგრძელეო.“ (ბუხარი, ნიქაჰ 48; აბუ დავუდ, ედებ 51; თირმიზი, ნიქაჰ 6, ჰ.ნ. 1090.)

ჰადისში ვსწავლობთ, რომ სიხარულის გამოხატვის მიზნით სიმღერა და ღიღინი დაშვებულია, თუკი მისი სიტყვების შინაარსი არ შეიცავს შირქს, ქუფრს ან უზნეობისკენ მოწოდებას. რადგანაც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მხოლოდ ის შეუსწორა, რაც ისლამში მიუღებელი იყო, ხოლო დანარჩენის გაგრძელების ნება დართო.

მორწმუნეთა დედა აიშა (რ.ა.) ერთ-ერთ ბაირამის დღეს ასე იხსენებს:

„ჩემთან ახალგაზრდა გოგონები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაფს უკრავდნენ და ბუასის ბრძოლის შესახებ სიმღერებს ღიღინებდნენ. ამ დროს ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) სახლში შემოვიდა. მან საწოლზე წამოწვა და სახეზე ქსოვილი გადაიფარა. ცოტახნის შემდეგ ოთახში მამაჩემი აბუ ბექირი (რ.ა.) შემოვიდა. როდესაც დაინახა, რომ გოგონები მღეროდნენ გაბრაზებულმა დაიყვირა: ამას რას ვხედავ, ალლაჰის შუამავლის წინაშე სატანის საქმეები! თუმცა ალლაჰის შუამავალმა მას შეეწინააღმდეგა და უთხრა:

აბუ ბექირ! მოეშვი, იმღერონ, ყველა ხალხს თავიანთი დღესასწაულები აქვთ, ეს კი ჩვენი დღესასწაულიაო.

მათი ამ საუბრის დროს, გოგონებს ჩუმად ვანიშნე და მაშინვე გარეთ გაიქცნენ.“ (ბუხარი, II, 3; მუსლიმ, II, 605; ნესაი, III, 59.)

ჰადისში ვსწავლობთ, რომ საჰაბეებმა, კონკრეტულად აბუბექირმა (რ.ა.) ზოგადად იცოდა, რომ მუსიკა და სიმღერა აკრძალული იყო, თუმცა დაწვრილებით არ იცოდა მისი ნორმებისა და გამონაკლისების შესახებ, რაც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ამ შემთხვევისას განუმარტა და დაამშვიდა.

აღნიშნული ტიპის ჰადისები შუამავლის უნაკლო სუნნეთში მრავლად მოგვეპოვება, რომელთა საერთო შეჯამების შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ ლექსი და სიმღერა უნდა განვიხილოთ ორ კატეგორიად. ესენია ჰარამი და მუბაჰი. ეს საქმე რომ მუბაჰი იყოს და ჰარამში არ გადაიზარდოს უნდა დავიცვათ შემდეგი პირობები:

·        მისი სიტყვების შინაარსი არ უნდა შეიცავდეს შირქს, ქუფრს, ურჩობის, უზნეობისა და ბიდათებისკენ მოწოდებას.

·        მუსლიმმა მომღერლობა და მელექსეობა პროფესიად და შემოსავლის წყაროდ არ უნდა დაიდგინოს. მთელი ცხოვრება ამ საქმეს არ უნდა მიუძღვნას.

·        მუსლიმმა ლექსითა და სიმღერით არ უნდა დაადგინოს ღვთისმსახურებების ახალი (ბიდათი) ფორმები, რომელსაც ექნება განსაზღვრული დრო, ადგილი, შესრულების ფორმები და მისი წაკითხვის აუცილებლობა. ღვთისმსახურებად ქცეული ლექსებისა და სიმღერების თვალსაჩინო მაგალითებია მევლუდი და სუფიური ზიქრები.

·        ქალმა არ უნდა იმღეროს მამაკაცების გასამხნევებლად და მათ გასაგონად. მათთვის ეს მხოლოდ ქალების თავშეყრის ადგილებშია ნებადართული.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

04.04.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol