Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

gacdenili ramadani da Sevvalis 6 dge erti nietit

გაცდენილი რამადანის და შევვალის 6 დღიანი მარხვის ერთინიეთით მარხვა?

 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

გაცდენილი რამადანის და შევვალის 6 დღიანი ნაფილე მარხვის ერთი ნიეთით მარხვა შეიძლება?

პასხუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ვინც ავადმყოფობის, მგზავრობის ან სხვა საპატიო მიზეზების გამო რამადანის მთვარეში მთლიანად ან რამდენიმე დღის მარხვა ვერ მოახრეხა, მან რამადანის გასვლის შემდეგ უპირველეს ხელსაყრელ მომენტში გაცდენილი დღეების ანაზღაურებს უნდა ეცადოს. ასეთ მდგომარეობაში მყოფის უპირველესი ვალდებულება გაცდენილი ფარძის ანაზღაურებაა, რადგან რამადანი ფარძია ხოლო შევვალის მარხვა ნაფილეა. უკეთესი იქნება ჯერ თუ გაცდენილ მარხვას აანაზღაურებს და შემდეგ შევვალის 6 დღიან ნაფილე მარხვასაც დაიცავს. ასევე შესაძლებელია შევვალის მთვარეში 6 დღიანი ნაფილე მარხვა დაიცვას და გაცდენილი რამადანი სხვა დროს აანაზღაუროს, ოღონდ თუ ფიქრობს, რომ სხვა დროს გარკვეული მეზეზების გამო მარხვა გაუჭირდება, მაშინ ჯერ გაცდენილი რამადანი უნდა აანაზღაუროს.

რაც შეეხება გაცდენილი რამადანის ანაზღაურება და შევვალის 6 დღიანი მარხვა ერთი ნიეთით მარხვა არასწორია. ვინც ასე გააკეთებს ის ვერ დაიმსახურებს იმ მადლს, რომელიც მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ჰადისებშია გადმოცემული. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამბობს:

مَنْ صَامَ رَمَضَانَ ثُمَّ أَتْبَعَهُ سِتًّا مِنْ شَوَّالٍ كَانَ كَصِيَامِ الدَّهْرِ.

„ვინც რამადანი იმარხა და შემდეგ მასთან ერთად კიდევ ექვსი დღე შევვალიდან, ეს იქნება ერთი წლის მარხვის მსგავსი.“ (მუსლიმ, სიამ, 39/1164; აბუ დავუდ, სავმ, 59/2433; იბნი მაჯე, სიამ, 1716.)

აღნიშნული ჰადიში ერთი წლის მარხვის მადლიანობა მათთვისაა აღთქმული, ვინც რამადანი მარხვით გაატარა და ამასთან ერთად კიდე ექვსი დღე იმარხა. აღნიშნული მადლის მოსაპოვებლად შევვალის მთვარეში გაცდენილი რამადანის მარხვასთან ერთად კიდევ ექვსი დღე მარხვაა საჭირო.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

20.06.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol