sisxlis gacema
სისხლის გაცემა

კითხვა: სხვას რომ სისხლი გადავუსხა, თუნდაც უცნობ ადამიანს, ისლამში ეს ცოდვად ითვლება თუ არა?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
უეჭველად, სისხლის გაცემა კეთილი საქმეა, ვინც მას უანგაროდ გაიღებს, ის უზენაესისგან ჯილდოს აუცილებლად მიიღებს. ისლამი ზოგადად სისხლის გაცემას ცოდვად არ აფასებს. თუმცა ცოდვაა სისხლით ვაჭრობა ან რაიმე ამქვეყნიური სარგებლის სანაცვლოდ გაცვლა. სისხლის გაცემა მხოლოდ ღვთის გულისათვის უნდა მოხდეს, რომ ამქვეყნიურ თანამობინადრეს დავეხმაროთ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებაში. ხშირად ჩვენს მიერ გაცემული სისხლი მიმღებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
„ვინც, ერთი სული აცოცხლოს, მან თითქოს მთელ კაცობრიობას შეუნარჩუნა სიცოცხლე.“ (მაიდე, 5/32.)
სისხლი არავითარ შემთხვევაში არ გაყიდოთ და არც ისეთ პირებს და დაწესებულებებს არ ჩააბაროთ, რომლთა მიმართაც ეჭვობთ, რომ თქვენს სისხლს გაყიდის. უშუალოდ ავადმყოფზე სისხლის გადასხმა დიდი ქველმოქმედებაა.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
06.10.2016 ბათუმ