marxvisas misvakis gamoyeneba
მარხვისას მისვაქის გამოყენება შეიძლება?

კითხვა: მარხვისას მისვაქის წვენი ან მისი ნამცეცი რომ გადაყლაპო შეიძლება?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
მარხვის დროს მისვაქის გამოყენება სუნნეთია. ამრ ბინ რაბია (რ.ა.) გადმოგვცემს:
„ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მარხვისას მისვაქის გამოყენებაში იმდენჯერ მინახავს, რომ ვერ დავითვლი.“ (ბუხარი, სავმ 27; აბუ დავუდ, სავმ 26; თირმიზი, სავმ 29.)
იბნი ომარი (რ.ა.) გადმოგვცემს:
„მომარხულე, დღის დასაწყისშიც და დასასრულშიც მისვაქს გამოიყენებს.“ (ბუხარი, სავმ 25.)
რაც შეეხება მისვაქის წვენსა და მის ნამცეცებს, მისვაქი თვითონ მშრალია და გამოყენების შემდეგ ნერწყვით სველდება. რასაც თქვენ მისვაქის წვენს ეძახით ეს თქვენი ნერწყვია, რაც მარხვას არ მოშლის. ხოლო მისვაქის ნამცეცები, შეძლებისდაგვარად უნდა გადმოვფურთხოთ და შეგნებულად არ უნდა ჩავყლაპოთ. თუ ნერწყვთან შერეული მცირე ნაწილაკების გადაყლაპვა მოხდება ეს მარხვას არ მოშლის.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
13.06.2016 ბათუმი