Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

vis evaleba fitra

ვის ევალება ფითრა?

 
 
 



კითხვა: ფითრის გადახდა გაჭირვებულს და ავადმყოფს ევალება?

პასუხი: დიდება ალლაჰს, სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

ფითრას გადახდა ყველა მუსლიმს ევალება მიუხედავად იმისა მარხულობს თუ ვერ მარხულობს. აბდულლაჰ ბინ ომერი (რ.ა.) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ფითრას მოწყალება ერთი სა’ ხმელი ხურმა ან ერთი სა’ ქერი მუსლიმ მონაზეც, თავისუფალზეც, კაცზეც, ქალზეც, პატარაზეც და დიდიზეც ფარძად დააწესა და ვიდრე ხალხი ბაირამ ნამაზიდან გამოვიდოდნენ მარამდე გაცემა გვიბრძანა.“ (ბუხარი და მუსლიმი.)

გარდა ამისა მუსლიმს ფითრას მოწყალების გადახდა რომ ევალდებოდეს იგი გარკვეული ქონების მფლობელიც უნდა იყოს, რადგან ფითრა ქონებრივი ღვთის მსახურებაა და მის შესასრულებლად გარკვეული ქონების მფლობელობაა საჭირო. თუმცა ფითრას მოწყალების შემთხვევაში არ მოითხოვება ისეთი პირობები როგორიც არის მაგალითად ზექათის შემთხვევაში, სადაც დაწესებულია ქონების კონკრეტული ზღვარი და ამ კონკრეტული ქონების ან უფრო მეტი ოდენობის ერთი წლით მუსლიმის მფლობელობაში ყოფნა ჰბადებს ვალდებულებას ზექათის გადახდაზე. თუმცა ფითრის მოწყალება რომ გადაიხადოს ქონების ერთი წლით საკუთარ მფლობელობაში ყოფნა არაა აუცილებელი. ამისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი დღით ანუ ბაირამ დღეს ბაირამ ნამაზის ლოცვამდე იმყოფებოდეს საკუთარ მფლობელობაში.

ფითრის მოწყალების გადახდით ვალდებულია, ყოველი მუსლიმი, ვინც თავისთვის და მის მზრუნველობის ქვეშ მყოფთათვის ბაირამის დღესა და ღამეს აუცილებელი საჭიროებებისთვის საყოფის ქონებასთან ერთად ფითრას მოწყალების გასაცემად საკმარის დანაზოგს ფლობს. წარმატების მომცემი ალლაჰია.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

20.07.2014 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol