Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

fitra dedmamishvilze tu miicema

ფითრა დედმამიშვილზე მიიცემა?

 
 
 

კითხვა: სალამ ალეიქუმ! ფითრას დედმამიშვილზე მიცემა თუ შეიძლება? მაგალითად მე მყავს ინვალიდი და, მეთვითონ გათხოვილი ვარ. ჩემი და ჩემი ოჯახის ფითრა ჩემს დას რომ მივცე თუ შეიძლება?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

რათქმაუნდა ფითრას დედმამიშვილზე მიცემა შეიძლება. ფითრა უნდა მივცეთ გაჭირვებულ მუსლიმს, რომელზეც მზრუნველობის ვალდებულება არ გვაკისრია. აქედან გამომდინარე დაზე ან ძმაზე ფითრას მიცემა შესაძლებელია. თუმცა ფითრას აღებას იმსახურებენ მატერიალური სიდუხჭირის მქონე მუსლიმები. შეიძლება პიროვნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყოს თუმცა ეკონომიურად შეძლებული იყოს. ამიტომ თქვენი და თუ ეკონომიურად ხელმოკლეობას განიცდის, მასზე ფითრას მიცემა უპრობლემოდ შეგიძლიათ.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

25.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol