Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

marxvis dros zgvaze gasvla

მარხვის დროს ზღვაზე გასვლა

 
 
 

კითხვა: მარხვის დროს ზღვაზე გასვლა შეიძლება თუ არა, თუ ამას წყურვილის მოსაკლავად არ აკეთებ?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

რათქმაუნდა წყალში შესვლა და ბანაობა მარხვას არ მოშლის, თუკი პირის ან ცხვისირს გზით ყელში წყალი არ გადაგვცდება.

რაც შეეხება ზღვაზე გასვლის საკითხს, თუ შესაძლებელია ისეთი მყუდრო ადგილის ნახვა, სადაც მხოლოდ მამაკაცები იქნებიან და ერთმანეთის მიმართ ჰარამი დაფარული ექნებათ, ასეთ სიტუაციაში დასაშვებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუსლიმი ვერ იქნება ისეთი სცენის მომსწრე და თანამონაწილე, რასაც პლაჟზე ვეყრებით ხოლმე. მარხვა არის უზენაესი ალლაჰის ბრძანებებზე საკუთარი სურვილების დამორჩილება და მიძღვნა. მომარხულე ადამიანი ღვთის მორჩილების ნიშნად უარს ამბობს ისეთ ჰალალ რამეებზე, როგორიცა ჭამა და სმა. ხოლო ვინც ისეთ რამეებზე არ ამბობს უარს, რაც არამარტო მარხვის დროს არამედ სხვა ნებისმიერ დროსაც ჰარამია, რა აზრი აქვს მის უჭმელ-უსმელობას? მარხვა რომ მხოლოდ ჭამა-სმის შეწყვეტა არ არის, ამაზე მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ჰადისებიც მეტყველებს:

مَنْ لَمْ يَدعْ قَوْلَ الزُّورِ والعمَلَ بِهِ فلَيْسَ للَّهِ حَاجةٌ في أَنْ يَدَعَ طَعامَهُ وشَرَابهُ

 „ვინც არდათმობს ცრუსიტყვაობასა და მისით საქმის კეთებას, ალლაჰს არაფრად არ სჭირდება მან რომ მხოლოდ ჭამა-სმა შეწყვიტოს.“ (ბუხარი, სავმ 8/ჰ.ნ. 1903; აბუ დავუდ, სავმ 25; თირმიზი, სავმ 16; იბნი მაჯე, სიამ 21.)

لَيْسَ الصِّيَامُ مِنَ الْأَكْلِ وَالشُّرْبِ، إِنَّمَا الصِّيَامُ مِنَ اللَّغْوِ وَالرَّفَثِ، فَإِنْ سَابَّكَ أَحَدٌ أَوْ جَهِلَ عَلَيْكَ، فَلْتَقُلْ: إِنِّي صَائِمٌ، إِنِّي صَائِمٌ.

„მარხვა არ არის მხოლოდ უჭმელობა და უსმელობა. უეჭველად, მარხვა ფუჭისიტყვაობისა და უზნეო საუბრის დათმობაა. თუ მარხვისას ვინმე გაგინებს ან უხეშად გექცევა, მას უთხარი:

-მე ვმარრხულობ, მე ვმარხულობო.“ (გადმოგვცემს ჰაქიმი.)

رُبَّ صَائِمٍ لَيْسَ لَهُ مِنْ صِيَامِهِ إِلَّا الْجُوعُ، وَرُبَّ قَائِمٍ لَيْسَ لَهُ مِنْ قِيَامِهِ إِلَّا السَّهَرُ.

„რამდენი მარხულია, რომელიც მარხვისგან შიმშილის გარდა სხვა ვერაფერს მიიღებს. რამდენი ღამის ღვთისმსახურებისთვის დგება საწოლიდან, თუმცა ამით მხოლოდ უძილობას მოიგებს.“ (იბნი მაჯე, ჰ.ნ. 1690.)

ღვთისმოშიშობას გირჩევთ! განერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ალლაჰს არ სურს რომ იმყოფებოდე. ზაფხულის ამ ცხელ და გრძელ დღეებში, როდესაც მარხულობ, ისე ნუ იზამ, რომ ამ მარხვისგან მხოლოდ უჭმელ-უსმელობა მიიღო და სხვა ვერაფერი.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

15.06.2016


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol