Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

sasaflaoze yvavilis dargva sheizleba

სასაფლაოზე ყვავილის დარგვა შეიძლება?

 
 
 



კითხვა: სასაფლაოზე ყვავილის დარგვა დასაშვებია?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამის შარიათი სასაფლაოზე ყვავილის ან სხვა მცენარის დარგვას არც კრძალავს და არც წახალისების თემადაა ქცეული. ანუ ისლამში საკითხთან მიმართებაში მკაცრი ყურადღება არ არის გამახვილებული, რის გამოც გამონაკლის შემთხვევებში ასე მოქცევა დასაშვებია, სწავლულთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მენდუბია. თუმცა როგორც სხვა ყველა საქმეში ასევე აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო, ანუ სასაფლაო არ უნდა გადავტვირთოთ ზედმეტი ნარგავებით. ყველა მიცვალებულის ჭირისუფალი თავისი ახლობლის საფლავთან ყვავილისა და მარადმწვანე მცენარეების დარგვას თუ შეეცდება, მაშინ სასაფლაოს ტეროტორია გადაიქცევა პარკად, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშის ეგზოტიკური მცენარეები. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. ასეთი გარეომება კი შარიათის მიერ დადგენილი იმ ძირითადი მიზნის განხორციელებას უშლის ხელს, რისთვისაც ადამიანი სასაფლაოზე უნდა მიდიოდეს.

ალაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„მე თქვენ ადრე სასაფლაოზე წასვლას გიკრძალავდით. აწე შეგიძლიათ წასვლა, რათა სასაფლაოზე წასვლა იმქვეყანას გაგახსენებთ. ვისაც სასაფლაოზე წასვლა უნდა წავიდეს, თუმცა ბათილ სიტყვას ნუ იტყვის.“ (მუსლიმ, 977/106, აბუ დავუდ, 3235, ნესაი, 2031, 2032, 4441, 5667, 5668, 5669, ბეიჰაყი, 4/77, აჰმედ ბინ ჰანბელი, 5/3, 50, 355, 356, 361.)

როგორც ჰადისში ვკითხულობთ და რაზეც ისლამის ყველა სწავლული თანხმდება, სასაფლაოზე წასვლის ერთ-ერთი მიზანი არის იმქვეყნის, ანუ სიკვდილის გახსენება და საკუთარი თავის იქ მისასვლელად მომზადება. იქ მისული ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ ერთ დღეს თვითონაც იქ დაიდებს ბინას. რისთვისაც ფსიქოლოგიურად, საქმით და რწმენით მზად უნდა იყოს. ადამიანმა ასეთ ფიქრს რომ მიეცეს, ამას გარემოც ხელს უნდა უწყობდეს. ანუ სასაფლაო სიკვდილს უნდა გვახსენებდეს. პარკები და მარადმწვანე მცენარეები კი სხვა განწყობასა და ფიქრებს აღვიძებს, რითაც სხვა გარემოში უნდა დავტკბეთ და არა სასაფლაოზე. სასაფლაო უნდა იყოს სადე და მოკძალებული, რაც ჩვენში გამოაღვიძებს ფიქრს, რომ ღვთის წინაშე ყოველი ადამიანი თანაბარია, იქ ყურადღება არ ექცევა არც მატერიალურ და არც კლაოსბრივ წარმომავლობას. ამას ძალიან ლამაზი ლექსით შეგვაგონებს შოთა რუსთაველი:

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;

მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

აღნიშნული მიზეზის გამო საფლავის გვერდით ზედმეტი მცენარეების გაშენება და გამწვანება კარგ საქმედ არ ფასდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილის, ბუჩქის ან ხის დარგვას ისლამი არ კრძალავს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

13.04.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol