Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

aramuslimebze mowyalebis micema

არამუსლიმზე მოწყალების მიცემა შეიძლება?

 
 
 



კითხვა: სალამ ალეიქუმ!

არამუსლიმზე მოწყალების მიცემა შეიძლება თუ არა? აი მაგალითად გაჭირვებული, უნარშეზღუდული, ქუჩაში რომ ზის ისეთებზე?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ისლამის წესებით სავალდებულოდ დადგენილი მოწყალებისა და ქონებრივი გადასახადების, როგრიცაა ზექათის, შეპირებულის, გამოსასყიდის და ფითრის არამუსლიმებზე მიცემა არ შეიძლება, რადგანაც ამ სახის მოწყალებების მიღებას ვინც იმსახურებს, ისინი ყურანის აიათითაა დადგენილი. ასევე ყურანის აიათზე დაყრდნობით ამ კეტეგორიებში გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ არამუსლიმთანაა ნებადართული, რომელიც ისლამის მიმართ დადებითადაა განწყობილი და მისი საქციელი იმედს გვაძლევს, რომ ახლო მომავალში ისლამს მიიღებს.

გარდა აღნიშნული მოწყალებებისა, კიდევ მრავალი სახის მოწყალება არსებობს. ისლამი ყოველ სიკეთეს მოწყალებად აფასებს, ქუჩაში ადამიანებზე მომღიმარი სახით მისალმება ან ვინმეზე გზის მისწავლებაც კი მოწყალებად ითვლება. ნაფილე ანუ ნებაყოფილებითი ფულად ან ქონებრივ მოწყალებას საზღვარი არააქვს, რომელითაც ყველა ადამიანს დავეხმარებით, განურჩევლად რჯულისა და კანის ფერისა, ვინც კი დახმარებას საჭიროებს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

ალლაჰი თქვენ არ გიკრძალავთ კეთილ და სამართლიან მოპყრობას მათ მიმართ, ვინც არ გებრძვით თქვენი რჯულის გამო და არ გამოუყრიხართ სამშობლოდან. ჭეშმარიტად ალლაჰს უყვარს სამართლიანნი. (მუმთეჰინე, 60/8.)

აბუ ბექირის ქალიშვილმა ესმამ (რ.ა.) თავის მუშრიქ დედაზე დახმარება დააპირა და ამის შესახებ ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხა. შუამავალმა (ს.ა.ს.) მას ასე უპასუხა:

„დიახ, წადი და დედას სიკეთე უყავ.“ (ბუხარი და მუსლიმი.)

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ეს ადამიანი ქუჩაში ზის, ეს საქმე პროფესიად აქვს ნაქცევი თუ სხვა, მსგავსი ეჭვები მათზე არც მოწყალების გაღებას  დააბრკოლებს და არც მოწყალების გამღებს არ დაუკარგავს სიკეთის მადლს. მთავარია მოწყალების გამღები გულწრფელი იყოს თავის საქმეში და სიკეთეს მხოლოდ ღვთის გულისათვის აკეთებდეს.

აბუ ჰურეირასგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

„ერთმა კაცმა -ამაღამ მოწყალება უნდა გავცეო- გადაწყვიტა და სახლიდან გარეთ გავიდა. თუმცა მისდა უნებურად გაჭირვებულის ნაცვლად ქურდს მისცა მისი მოწყალება. დილით ხლახში ხმა დაირხა:

-წუხელ ვიღაცას ქურდისთვის მოწყალება მიუციაო, და ჭორაობა დაიწყეს. ამ კაცმა:

-ღმერთო! დიდება შენდა, რათა მე ქურდისთვის მიმიცია მოწყალებაო. და თან დასძინა: ამაღამ აუცილებლად უნდა გავცე მოწყალებაო. ამ მიზნით კვლავ აიღო ფული და სახლიდან გავიდა. ამჯერად ღამის სიბნელეში ფული მემრუშეს ჩაუდო ხელში. დილით კვლავ ხმა დაირხა:

-წუხელ ვიღაცას მემრუშესთვის მოწყალება მიუციაო, და ჭორაობა დაიწყეს. ამ კაცმა:

-ღმერთო! დიდება შენდა, რათა ქურდსა და მემრუშესთვის მიმიცია მოწყალებაო. და თან დასძინა: ამაღამ კვალვ უნდა გავიღო მოწყალებაო და ფულით ხელში ქუჩაში გავიდა. ამჯერად მოწყალებისთვის განკუთვნილი ფული მდიდარს ჩაუბღუჯა ხელში. დილით კვლავ ხმა დაირხა:

-წუხელ ვიღაცას მდიდრისთვის მოწყალება მიუციაო და ჭორაობა დაიწყეს. ამ კაცმა:

-ღმერთო! დიდება შენდა, რათა ქურდის, მემრუშეს და მდიდრისთვის მიმიცია მოწყალებაო. (შემდეგ ამ კაცს სიზმარში ასეთი ხმა ჩაესმა):

-შენს მიერ გაღებული მოწყალება, ღვთის წინაშე მიღებულია. გულწრფელად გაღებული მოწყალების გამო შესაძლებელია ქურდი ქურდობას, მემრუშე კი მრუშობას დათმობს და მოინანიებს, მდიდარი კი ამით მაგალითს აიღებს და ღვთის მიერ ბოძებულ სიმდიდრეს მოწყალებად გაიღებს.“ (ბუხარი, ზექათ, 14; მუსლიმ, ზექათ, 78, ჰ.ნ. 1022; ნესაი, ზექათ 47, (5, 55-56.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

15.05.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol