sashinelebata filmebis yurabe codvaa
საშინელებათა ფილმების ყურება ცოდვაა?

კითხვა: სალამ ალეიქუმ!
საშინელებათა ფილმების ყურება ცოდვაა?
პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!
ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.
ფილმი რომელიც შეიცავს ისეთ კადრებს, გზავნილებს, მოწოდებებს, რასაც ისლამი კრძალავს, რაც მოუწონარია ალლაჰისა და მისი შუამავლის წინაშე, ან უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, მისი ყურება და გულშემატკივრობა არ მოუხდება არცერთ მუსლიმს. თუმცა კარგი შინაარსისა და დადებითი გზავნილების მქონე ფილმების ყურება ცოდვა არ არის.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
06.08.2016 ოზურგეთი