Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

anabari

დასაშვებია თუ არა ანაბარი?

 
 
 



კითხვა: ამომწურავი ინფორმაცია მაინტერესებს ანაბართან დაკავშირებით.

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ანაბარი ერთგვარი სესხის ფორმაა, რომლის თანახმადაც მეანაბრე (გამსესხებელი) თავის დანაზოგს ბანკს ან რომელიმე საკრეტო დაწესებულებას  მიაბარებს. ხელშეკრულების საფუძველზე ანაბრის მიმღები კისრულობს ვალდებულებას დათქმულ ვადებში დააბრუნოს ფულის, ის რაოდენობა რაც მეანაბრისგან მიიღო და ამასთანავე დაარიცხოს გარკვეული პროცენტები. მეანაბრეები ამ ოპერაციას ძირითადად დანაზოგის გასამრავლებლად მიმართავენ.

რელიგიის ენით ასეთ საქმიანობას და ამ გზით დანაზოგის გამრავლებას მევახშეობა ეწოდება. მევახშეობა როგორც ისლამში ასევე სხვა ზეციურ რელიგიებშიც აკრძალულია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

ხოლო ისინი, რომლებიც მიირთმევენ ვახშს, (განკითხვის დღეს) ვერ წამოდგებიან თუ არა სატანის დარტყმის შედეგად ჭკუა შეშლილის მსგავსად. ეს იმიტომ, რომ თქვეს _ უსათუოდ ვაჭრობა მსგავსია ვახშისა. ალლაჰმა კი ნებადართულად სცნო ვაჭრობა, ხოლო ბახში აკრძალა. ვინც მიიღო თავისი უფლისგან შეგონება და ხელი აიღო (მევახშეობაზე), მას შერჩება ის, რაც იყო წარსულში. და მისი საქმე ალლაჰზეა. ხოლო ვინც უკან დაუბრუნდნენ (მევახშეობას), ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი, სადაც სამუდამოდ დარჩებიან ეგენი. (ბაყარა, 2/275.)

მევახშეობის ამკრძალავი მსგავსი სხვა მრავალი აიათი და ჰადისია გადმოცემული, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ეს ერთ-ერთი დიდ ცოდვათაგანია. აიათებიდან და ჰადისებიდან მიღებული საერთო აზრის თანახმად ანაბარი მუსლიმანის საქმე არ არის, მისგან ყველა მუსლიმი შორს უნდა იყოს.

უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს სატანის ნებისმიერი ცდუნებისგან და მხოლოდ ჰალალი ლუკმით გვასაზრდოოს ჩვენ და მთელი ჩვენი შთამომავლობა!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

29.10.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol