Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tesbihebi da mati mnisvnelobebi

თესბიჰები და მათი მნიშვნელობები

<
 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

მაინტერესებს - მაშალლაჰ, სუბჰანელლაჰ, ალლაჰუ ექბერ, ესთაღფირულლაჰ - სიტყვების ქართული თარგმანი და მათი მნიშვნელობები.

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიტყვები ღვთის სადიდებელი სიტყვებია. ამ სიტყვებით ღვთის მოხსენება და დიდება დიდი მადლია. მათი მნიშვნელობები შემდეგია:

მაშალლაჰ - ის რაც სურს ალლაჰს ან რითაც ალლაჰი კმაყოფილია. ეს სიტყვა გამოიყენება მაშინ, როდესაც კარგ და სასიამოვნო რამეს გადავეყრებით. ასეთ სიტუაციაში ამ სიტყვის წარმოთქმით ჩვენ კმაყოფილებასა და მორჩილებას გამოვხატავთ იმ ყველაფრის მიმართ, რაც ალლაჰისთვის მოსაწონია.

სუბჰანელლაჰ - უზენაესი ალლაჰი ყოვლად უნაკლოა, ის ყოველგვარი ნაკლისგან შორსაა. ეს სიტყვა გამოიყენება მაშინ, როდესაც რაიმე ლამაზ, საოცარ და თვალწარმტაც რამეს ვხედავთ. ჩვენ ამ სიტყვით ღმერთს ვადიდებთ, რათა ღვთის ძალასა და მის სიდიადეს ვხედავთ იმ სილამაზეში, რაც ვნახეთ.

ალლაჰუ ექბერ - ალლაჰი დიდია, ალლაჰი უზენაესია, ალლაჰი უდიდესია. ეს სიტყვა ალლაჰის სადიდებელ სიტყვებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული სიტყვაა, რომელიც ალლაჰის დიდებას გამოხატავს. ეს სიტყვები თითქმის ყველგან და ყველა სიტუაციაში წარმოითქმება, ჭირშიც და ლხინშიც. ამის წარმოთქმით ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველა სიტუაციაში გვახსოვს ალლაჰის სიდიადე და ის ყოველთვის უდიდესია ჩვენს მეხსიერებაში, მას ვერ ჯობნის ვერც გასაჭირის მწუხარება და ვერც ლხინის სიხარული.

ესთაღფირულლაჰ - პატიებას შევთხოვ ალლაჰს, ღმერთო მაპატიე. ეს სიტყვა გამოიყენება მაშინ, როდესაც ცუდს ჩავიდენთ, ცუდი სიტყვა წამოგვცდება, ცუდს ვხედავთ, ცუდს გავიფიქრებთ ან ცუდი გვესმის. ამ სიტყვის წარმოთქმა მიზნად ისახავს ღმერთზე პატიების თხოვნას და სინანულის გამოხატვას იმ უგულისყურობის გამო, რამაც გამოიწვია ჩვენი ამ სიტუაციაში აღმოჩენა.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

           30-08-2015 ბათუმი 

 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol