Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

fuwsityvaoba da marxva

ფუჭსიტყვაობა მარხვას მოშლის?

 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ფუჭსიტყვაობა მარხვას მოშლის?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვებერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ფუჭი სიტყვების  ყველაზე ცუდი ფორმებია, ცრუსიტყვაობა, ბილწსიტყვაობა, გაჭორვა, წყევლა და ვინმეს დაცინვა. უეჭველად, ეს ჩამოთვლილი და მსგავსი ტიპის ფუჭსიტყვაობა მძიმე ცოდვაა, რაც არანაირად არ შეეფერება მორწმუნე მუსლიმის ზნეობას. ასეთი საქციელი მნიშვნელოვნად ამცირებს მარხვის მადლიანობას და ხარისხს, თუმცა ეს არ არის მარხვის მომშლელი. ოღონდ რაკი ვამბობთ, რომ ეს არ არის მარხვის მომშლელი, ამით თავს ნუ დავიმშვიდებთ. ფუჭსიტყვაობა მარხვას არ მოშლის, სიტყვით იგულისხმება, რომ ვინც ამას ჩაიდენს, მას არ დაეკისრება იმ დღის ხელმეორედ მარხვა, რომლშიც ასე მოიქცა, თუმცა მისი მარხვა ასეთი საქციელის გამო შესაძლოა, რომ ყაბული არ იყოს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამბობს:

مَنْ لَمْ يَدَعْ قَوْلَ الزُّورِ وَالْعَمَلَ بِهِ فَلَيْسَ لِلَّهِ حَاجَةٌ فِي أَنْ يَدَعَ طَعَامَهُ وَشَرَابَهُ.

„ვინც ცრუსიტყვაობას და მისით საქმის კეთებას თავს არ გაანებებს, ალლაჰს არაფერად არ სჭირდება მისი უჭმელობა და უსმელობა.“ (ბუხარი, სავმი 8/1903.)

رُبَّ صَائِمٍ لَيْسَ لَهُ مِنْ صِيَامِهِ إِلاَّ الْجُوعُ.

„ბევრი მარხულია, რომელთა მარხვაც შიმშილის გარდა არაფერია.“ (იბნი მაჯე, სიამ 21/1690.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) აღნიშნულ ჰადისებში - ვინც მარხულობს თუმცა ჰარამს არ ერიდება - მათ მდგომარეობას არ მოიხსენიებს, როგორც მარხვას. ის ასეთ მდგომარეობას მხოლოდ უჭმელ-უსმელობას ან შიმშილს უწოდებს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მარხვის დროს სიმშვიდის და მაღალზნეობრიობისკენ მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ თუ ვინმე ჩხუბს ან სიტყვიერ ლანძღვას დაგიწყებთ, თქვენ არ დაეცეთ მის დონეზე და იგივეთი არ უპასუხოთ, რითაც ის გიპირისპირდებათო.

الصِّيَامُ جُنَّةٌ، فَلاَ يَرْفُثْ وَلاَ يَجْهَلْ، وَإِنِ امْرُؤٌ قَاتَلَهُ أَوْ شَاتَمَهُ فَلْيَقُلْ إِنِّي صَائِمٌ‏.‏ مَرَّتَيْنِ.

  „მარხვა ფარია, (მარხულს ცოდვებისგან იცავს), მარხულმა არც უმეცრად მოიქცეს და არც ცუდი სიტყვა თქვას. ვინმე მას თუ ჩხუბს დაუწყებს ან სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს, მან უთხრას, რომ მე ვმარხულობო, ეს სიტყვები ორჯერ გაიმეოროს.“ (ბუხარი, სავმ, 2/1894; მუსლიმ, სიამ, 30/2566.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

06.06.2017 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol