Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

dabadebis dgis gadaxda dausvebelia

დაბადების დღის გადახდა შეიძლება?

 
 
 

 

კითხვა: მორწმუნე მუსლიმისთვის დაბადების დღის გადახდა შეიძლება? რათქმაუნდა დასალევისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე, ოჯახის წევრებთან ერთად მხოლოდ ტკბილეულით თუ შემოვიფარგლებით?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

დაბადების დღე, ქალთა დღე, დედების დღე, სიყვარულის დღე, ქორწინების წლისთავები და მსგავსი საზეიმო ტრადიციები ისლამისა და მუსლიმი საზოგადოებისთვის უცხო წეს-ჩვეულებებია. მსგავსი დღესასწაულები არამუსლიმი ხალხების ტრადიციებს განეკუთვნება, რომლებმაც ამ ხალხზე ბაძვისა და მათი კულტურისკენ ლტოლვის შედეგად ჩვენს საზოგადოებაში შემოიჭრენ. უზენაესმა ალლაჰმა ადამიანები მისდამი მორჩილებისა და თაყვანისცემის მიზნით გააჩინა.

(სხვა არანაირი მიზნით) არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები გარდა ჩემზე თაყვანისცემისა. (ზარიათ, 51/56.)

აქედან გამომდინარე მუსლიმი ყოველთვის ალლაჰის მორჩილებასა და მის მიერ მითითებული მაგალითის მიხედვით ცხოვრებას უნდა ცდილობდეს. უზენაესი ალლაჰის მიერ მითითებული საუკეთესო მაგალითი შუამავალია (ს.ა.ს.), რომელიც ბრძანებს:

„ვინც, რომელიმე ხალხს დაემსგავსება ის ერთ-ერთი მათგანია.“ (იმამ აჰმედ, 2/50. ებუ დავუდ, 4/314. იბნი თეიმიე, "იყთიდაუ ს-სირატი'ლ-მუსთაყიმ"; ტ: 1, გვ: 279'ში ჰადისის სენედი კარგიაო ამბობს. სუიუტიც "ალ-ჯამიუ'ს-საღირ", 5893'ში აღნიშნულია, რომ ეს ჰადისი ჰასენია.)

მსგავსი დღეების აღნიშვნა არამუსლიმ ხალხზე მიბაძვა და უსარგებლო საქციელია, რაც მორიდებას საჭიროებს.

ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

12-09-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol