bavshvis dabadebamde fitra
ბავშვის დაბადებამდე ფითრა საჭირო არ არის

კითხვა: ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის, რომელიც დედის მუცელში იმყოფება ფითრას გაცემა საჭიროებს?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
ფითრას მოწყალების გაცემა ცოცხლ და უკვე დაბადებულ მუსლიმებზე და მათ მეურვეობის ქვეშ მყოფებზეა სავალდებულო. ჯერ არ დაბადებული ანუ დედის მუცელში მყოფი ბავშვისთვის ფითრას გაცემა საჭირო არ არის. ამას მნიშვნელობა არ აქვს რამდენი თვისა იქნება. ბავშვი თუ რამადანის ბოლო ღამეს ანუ ბაირამის დღეს მზის ამოსვლამდე თუ დაიბადება მაშინ მშობელს მისი ფითრას გადახდის ვალდებულება დაეკისრება. მშობელი თუ თავისი ინიციატივით გაიღებს მეტ მოწყალებას და დედის მუცელში მყოფი ბავშვისთვისაც ფითრას გასცემს, ეს მისი ნებაა. რამდენ მეტ სიკეთესა და წყალობას გაიღებს იმდენად მეტს დაიმსახურებს თავისი გამჩენის წინაშე.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
20.06.2017 ბათუმი