Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tevzaoba seizleba tu ara

თევზაობა ძეიძლება?

 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ბადით და და ანკესით თევზაობა შეიძლება თუ არა? არსებობს თუ არა თევზაობის ამკრძალავი თვეები?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ისლამის რჯულში თევზაობა დაშვებულია, ცოდვა არ არის. შეიძლება ითევზაო ხელით, ბადით ან ანკესით. მიუღებელია ისეთი მეთოდებით თევზაობა, როგორიცაა: დენით, საწამლავით, ასაფეთქებლით ან მსგავსი მეთოდებით, რაც წყლის ბინადართა მთლიანის ან უმრავლესობის განადგურების მიზეზი ხდება ან სხვა ეკოლოგიური საფრთხის შემცველია.

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ჰალალად დაწესდა თქვენთვის ზღვის ნადირობა და ჭამა მისი“ (მაიდე, 5/96.)

აღნიშნული აიათი ცხადად გვეუბნება, რომ წყლის ბინადარზე ნადირობა ნებადართულია. ოღონდ ეს არ უნდა გადაიზარდოს ჰობის, თავის გართობის და შეჯიბრის თემად. თევზაობაც და ნადირობაც ნებარადთულია მხოლოდ საკვები დანიშნულებით, ისიც მხოლოდ იმ რაოდენობით, რამდენიც გვჭირდება საკვებად.

რაც შეეხება აკრძალულ თვეებს, გამრავლების პერიოდში ანუ ქვირითობისას თევზაობა არ შეიძლება, რადგანაც ეს ხელს უშლის ახალი თაობის გამრავლებას, რაც შეიძლება ზოგიერთი სახეობის გადაშენების მიზეზი გახდეს. აქედან გამომდინარე ქვირითობის დროს თევზაობისგან თავი უნდა შევიკავოთ.

ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

30-08-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol