Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

sasmelian sufrastan jdoma

იმ სუფრასთან ჯდომა სადაც ალკოჰოლია

 
 
 



კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ჩვენ როგორც მუსლიმებს შეგვიძლია თუ არა მივუსხდეთ იმ სუფრას სადაც ალკოჰოლია?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

მუსლიმისთვის ჰარამია, იმ სუფრასთან ჯდომა, რომელზეც ალკოჰოლური სასმელი იმყოფება. მუსლიმი ალკოჰოლურ სასმელებს ბოიკოტს უნდა უცხადებდეს და უარი უნდა თქვას მასთან ნებისმიერი სახის შეხებაზე. რასაც მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისებიდან ვსწავლობთ:

عن جابر أن النبي قال من كان يؤمن بالله واليوم الآخر فلا يجلس على مائدة يدار عليها بالخمر

 

ჯაბირისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰს შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

ვისაც სწამს ალლაჰისა და უკანასკნელი დღისა, მან არ დაჯდეს სუფრასთან, რომელზეც ღვინოა.(თირმიზი, ედებ, 43. (2801); ნესაი, ღუსლ 2, (1, 198.)

عن أنس رَضِيَ اللّهُ عَنْه قال: لَعَنَ النَّبىُّ في الخَمْر عَشَرَةً، عَاصِرَهَا وَمُعْتَصِرَهَا، وَشَارِبَهَا وَسَاقِيَهَا، وَحَامِلَهَا وَالمَحْمُولَةَ إلَيْهِ، وَبَائِعَهَا وَمُبْتَاعَهَا، وَوَاهِبَهَا، وَآكِلَ ثَمَنِهَا. أخرجه الترمذي .

ენესი (რ.ა.) გამდმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ღვინის თაობაზე ათი კატეგორიის ადამიანი დაწყევლა: ვინც დაწურა ან სხვას დააწურვინა, მისი ჩამომსხმელი და დამლეველი, ვინც ეზიდება ან სხვას აზიდვინებს, ვინც ყიდის და ვინც ყიდულობს, ვინც მას გააჩუქებს და ვინც მისით მოგებულ ფულს მიირთმევს.“ (თირმიზი, ბუიუ’ 59, ჰ.ნ. 1295; იბნი მაჯე, ეშრიბე 6, ჰ.ნ. 3381. იხ. იბრაჰიმ ჯანანის ქუთუბი სიტტეს თარგმანი და განმარტება, ტ. 8, გვ. 135.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

15.05.2016 ბათუმი

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol