Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

angelozebis sejde

ანგელოზების სეჯდე, ადამის მიმართ თაყვანისცემის სეჯდე იყო?

 
 
 

კითხვა: როდესაც ალლაჰმა ანგელოზებს ადამზე სეჯდეს გაკეთება უბრძანა, ეს სეჯდე ისეთივე სეჯდე იყო, როგორც ჩვენ ვუკეთებთ ალლაჰს? ალლაჰის გარდა სხვაზე თაყვანისცემა ხომ აკრძალულია და ღმერთმა ანგელოზებს რატომ უბრძანა ადამზე სეჯდეს გაკეთება? ღმერთო მაპატიე თუ არასწორად ვსვამ კითხვას!

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

როდესაც ალლაჰმა ადამი (ა.ს.) გააჩინა ანგელოზებს მის წინაშე სეჯდეს გაკეთება ანუ ქედის მოხრა უბრძანა:

აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდ აღასრულეთ ადამისთვის! უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა6, რომელმაც უარი თქვა, გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან. (ბაყარა, 2/34.)

„აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადთვის!  უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა. იგი იყო ჯინთაგანი,  აუმბოხდა თავისი ღმერთის ბრძანებას. (ქეჰფ, 18/50.)

ერთი შეხედვით ეს თაყვანისცემას გავს, რადგანაც ჩვენს დროში მხოლოდ ერთი ფორმის სეჯდეა გავრცელებული, რასაც თაყვანისცემის დანიშნულება აქვს. ძველ დროში სეჯდეს ქონდა ორი დანიშნულება, ერთი თაყვანისცემას გამოხატავდა, მეორე ღრმა პატივისცემის ნიშნად მისალმების ფორმა იყო. ანგელოზების სეჯდე ადამის (ა.ს.) მიმართ ამ უკანასკნელს წარმოადგენდა, რომელიც უპირველესად უზენაესის ბრძანების მიმართ მორჩილებას ადასტურებდა. ადამის გაჩენითა და ანგელოზებზე სეჯდეს ბრძანებით ალლაჰმა ანგელოზებს მიმართულება დაუდგინა, რომ ამიერიდან მათი საქმეების დიდი ნაწილი ადამიანთან იქნებოდა დაკავშირებული. ანგელოზებმა კი უყოყმანოდ შეასრულეს თავიანთი გამჩენის ბრძანება, მათ ადამისთვის (ა.ს.) თაყვანი არ უციათ, მათ ალლაჰს სცეს თაყვანი და ალლაჰის ბრძანების წინაშე ქედი მოიხარეს. მაგალითად ჩვენ ლოცვის დროს ალლაჰის ბრძანებით ქააბასკენ ვიღებთ მიმართულებას და სეჯდეს ვასრულებთ, ქააბასთან ახლოს მივდივართ მას გარს ვევლებით და მის ძირში სეჯდეს ვასრულებთ, თუმცა ეს არ არის ქააბაზე თაყვანისცემა და ქააბას გაღმერთება. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ბრძანების წინაშე ვიხრით ქედს და ჩვენი სეჯდე თუ რუქუ’ი ერთადერთ ალლაჰს ეძღვნება. ანგელოზების სეჯდეც ამის მსგავსი იყო.

მისალმების სეჯდე, რომელიც ქედის მოხრის, თავის დაკვრის, მუხლებზე დაცემის და მსგავსი ფორმებით ვლინდებოდა, წინა შუამავალთა შარიათში დაშვებული საქციელი იყო, და ის არ გულისხმობდა თაყვანისცემას. მაგალითად წმინდა ყურანში ვკითხულობთ, რომ იუსუფ შუამავლის (ს.ა.) მსობლებმა და მისმა თერთმეტმა ძმამ, იუსუფის (ა.ს.) სეჯდე აღასრულეს:

„აიყვანა მან თავისი მშობლები ტახტზე და მათ აღასრულეს მისთვის სეჯდე.“ (იუსუფ, 12/100.)

როგორც, წმინდა ყურანი გვასწავლის, იუსუფ შუამავლის (ა.ს.) მამა იაყიბიც შუამავალი (ა.ს.) იყო. შეუძლებელია ალლაჰის შუამავალი ეთაყვანებოდეს სხვას, როდესაც ალლაჰმა თავჰიდის გასავრცელებლად წარმოგზავნა იგი. აქედან მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს არ იყო თაყვანის სეჯდე, როგორც ანგელოზების სეჯდე არ გულისხმობდა ადამზე თაყვანისცემას. მისალმების სეჯდე რათქმაუნდა იაყუბ შუამავლის (ა.ს.) შარიათში იყო ნებადართული, დღეს მუჰამმედის (ს.ა.ს.) შარიათში, მსგავსი სეჯდეც აკრძალულია, რადგანაც ეს არის კაცობრიობისთვის გამოგზავნილი ბოლო შარიათი, რომელმაც ქვეყნიერების დასასრულამდე უნდა იარსებოს. მოგდხსენებათ ისლამი ყველა გზასა და გასასვლელს კეტავს, რომელიც შირქისკენ მიემართება ან მომავალში შეიძლება შირქის მიზეზად იქცეს. ამიტომაც მსგავსი რამეების ყველაზე უმნიშვნელო გამოვლინებაც კი აკრძალულია, რადგანაც ამის შემდეგ აღარ მოვა აღარც ღვთიური წერილი და აღარც შუამავალი, რომ ხალხის მიერ არასწორედ აღქმული საკითხები კვლავ გამოასწოროს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

27.07.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol