Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

mati sawmeli halalia tkventvis

მათი საჭმელი ჰალალია თქვენთვის

 
 
 



კითხვა: ქრისტიან მეზობელთან ერთად საჭმლის ჭამა ან ყავის დალევა შეიძლება?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

რათქმაუნდა შეიძლება, ისლამი ადამიანებთან კარგ ურთიერთობას არ კრძალავს, პირიქით მისი გამყარებისკენ მოგვიწოდებს. სუფრაზე მიპატიჟება, სასიხარულო ამბის მილოცვა, ავადმყოფის მონახულება, უბედურების დროს მისამძიმრება და განსაცდელში მყოფზე გვერდში ისეთი საკითხებია, რომლის გარეშეც მეზობლობის არსებობა შეუძლებელია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

„ალლაჰი თქვენ არ გიკრძალავთ კეთილ და სამართლიან მოპყრობას მათ მიმართ, ვინც არ გებრძვით თქვენი რჯულის გამო და არ გამოუყრიხართ სამშობლოდან.“ (მუმთეჰინე, 60/8.)

მაიდე სურას მე-5 აიათში ვკითხულობთ:

„დღეიდან თქვენთვის ჰალალია ყველაფერი რაც კი სუფთაა. მათი საჭმელი ჰალალია თქვენთვის, რომელთაც წიგნი ებოძათ, ასევე თქვენი საჭმელიც ჰალალია მათთვის.“ (მაიდე, 5/5.)

უეჭველად, ღვთიური წიგნი იუდეველებსა და ქრისტიანებს ებოძათ. აიათი ცხადად გვეუბნება, რომ - მათი საჭმელი ჰალალია თქვენთვის და თქვენი საჭმელი ჰალალია მათთვისო. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ მათი მორთმეული და თქვენც მიართვათ მათ თქვენი საჭმელი. შეგიძლიათ ეწვიოთ მათ, როდესაც დაგპატიჟებენ და თქვენც მოიპატიჟოთ ისინი, როდესაც სუფრას მიუსხდებით. ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ერთმა კაცმა კითხა, თუ რით შეეძლო ყველაზე კარგი მუსლიმობა გამოეჩინა? შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე დაარიგა:

„თუ დააპურებ და მიესალმები ყველას, მიუხედავად იმისა იცნობ თუ არ იცნობ.“ (ბუხარი, იმან 6)

ენეს ბინ მალიქი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ერთმა (ებრაელმა) თერძმა საჭმელი მოამზადა და ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) დაპატიჟა. ამ საჭმელის საჭმელად შუამავალთან ერთად მეც წავედი. შუამავალმა (ს.ა.ს.) ქერის პურით, ბეკონითა და გოგრით მომზადებული კერძი მომიახლოვა. ჭამის დროს შევამჩნიე, რომ შუამავალი (ს.ა.ს.) გოგრას უფრო ეტანებოდა. მასშემდეგ გოგრის სიყვარული არ გამნელებია.“ (ბუხარი, 5434; მუსლიმ, 2041; აბუ დავუდ, 3782; აჰმედ ბინ ჰანბელ, 3/210; იბნი ჰიბბან, 4539.)

მუჯაჰიდი ამბობს: აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ ალ-ასთან ერთად ვიჯექით. ამ დროს აბდულლაჰ ბინ ალ-ასის მსახური ცხვარს ატყავებდა. აბდულლაჰმა მსახურს შესძახა: „საქმეს, რომ მორჩები ხორცის დარიგება ებრაელი მეზობლისგან დაიწყეო.“ იქ მყოფთაგან ერთმა - რბრაელიო? ალლაჰმა გამოგასწოროს და ჭკუა მოგცესო - თქვა. ამაზე აბდულლაჰმა ასე უთხრა: მე ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) მეზობლის შესახებ რჩევა მოვისმინე, ისე ლაპარაკობდა გვეგონა მეზობელს მეზობლის მემკვიდრედ დაადგენდაო.“ (აბუ დავუდ, ედებ 132; თირმიზი, ბირრ 28.)

ეს ყველაფერი არამუსლიმ მეზობლებთან ურთიერთობის კარგ მაგალითებს გვაძლევს. ასეთ დროს მოპატიჟებაზე თანხმობა და საჭმელის ჭამა აკრძალული არ არის თუ მორთმეული საჭმელები სუფთა და ჰალალი პროდუქტებისგანაა დამზადებული და სუფრაზე ღორის ხორცი ან ალკოჰოლური სასმელი არ იმყოფება. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

„ვისაც ალლაჰისა და უკანასკნელი დღის რწმენა აქვს, მან არ დაჯდეს სუფრასთან, რომელზეც ალკოჰოლი დევს.“ (თირმიზი, აბუ დავუდ.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

5.12.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol