Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

jumas pirveli 4 sunneti

ჯუმას პირველი 4 სუნნეთი

 
 
 


კითხვა: ჯუმა დღეს იმამის მინბერზე ასვლამდე რამდენი მუხლი უნდა ვილოცოთ? ამის შესახებ სუნნეთში როგორ არის მოცემული? რადგანაც ზოგიერთები ამას უარყოფენ, ზოგი კი ამბობს, რომ ოთხი მუხლი სუნნეთი უნდა ილოცოო.

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ჯუმის პირველი სუნნეთის შესახებ მეზჰებთა სწავლულები არსებული ჰადისების განხილვისა და შეფასების შედეგად განსხვავებულ ფეთვებს იძლევიან. ამ თემასთან დაკავშირებით მეზჰებებს შორის სამ განსხვავებულ აზრს ვხედავთ:

1.      ჯუმის ხუტბას წინ 4 მუხლი სუნნეთი უნდა შესრულდეს.

2.                  ჯუმის ხუტბას წინ 2 მუხლი თაჰიათუ'ლ-მესჯიდი უნდა შესრულდეს, ამის გარდა თუ დრო იქნება ნაფილე ნამაზის შესრულება შეიძლება თუმცა ეს ჯუმა ნამაზში არ შედის.

3.      ჯუმის ხუტბას წინ შესასრულებელი სუნნეთი ნამაზი არ არის.

ჰანეფი და შაფი მეზჰების მიხედვით ჯუმას ხუტბას კითხვამდე, როგორც შუადღის ნამაზის პირველ ოთხ მუხლს ვლოცულობთ ისეთნაირად ოთხი მუხლი სუნნეთი უნდა ვილოცოთ. სწავლულებს ამის დასტურად იმამ თირმიზის სუნენიდან შემდეგი ჰადისი მოჰყავთ:

აბდულლაჰ ბინ აბბასისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით: „ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ჯუმის ფარძის ლოცვამდე ოთხ მუხლ სუნნეთს ლოცულობდა და ოთხივე მუხლს ერთი სელამით ასრულებდა.“ (თირმიზი, ჰ.ნ. 1129) მეჯმუ'უ-ზევაიდში აღწერილია, რომ ეს ჰადისი სუსტ გადმომცემთა ჯაჭვითაა გადმოცემული. რადგანაც სწავლულები ერთხმად თანხმდებიან, რომ ათიეე სუსტი გადმომცემია, ჰაჯჯაჯი იყო პიროვნება, რომელიც ისე გადმოსცემდა ჰადისებს, რომ არ მიუთითებდა ჰადისის ნაკლზე, მუბეშშირ ბინ უბეიდი მატყუარაა, ასევე იბნუ'ლ-ველიდზეც ამბობენ, რომ იგი მალავდა ჰადისის ნაკლს და ისე გადმოსცემდა. ამ ჰადისის გადმომცემთა ჟაჭვში აღნიშნული პიროვნებების ყოფნა ეჭვ ქვეშ აყენებს ჰადისის სიზუსტეს, რის გამოც მას სუსტი ჰადისის ხარისხი მიანიჭეს.

ასევე თირმიზი იბნი მესუდისგან (რ.ა.) გადმოგვცემს, რომ თვითონაც ჯუმის ხუტბას კითხვამდე ოთხ მუხლ ნამაზს ლოცულობდა. იგივე აზრზე არიან სუფიანი სევრი და იბნი მუბარექიც.

აღნიშნული ოთხი მუხლის შესრულების ფორმა ჰანეფი და შაფი მეზჰებების მიხედვით განსხვავდება. ჰანეფი მეზჰების მიხედვით ოთხივე მუხლი ერეთი სელამით უნდა შესრულდეს. შაფი მეზჰების მიხედვით ორი მუხლი მუექქედი სუნნეთია, ხოლო ორი ღაირი მუექქედი, ამიტომ ორ-ორ მუხლად ორი სელამით ლოცვა უფრო უკეთესია.

ასევე არგუმენტად მოჰყავთ მერფუ' ჰადისი, რომელსაც ბუხარი და მუსლიმი გადმოგვცემს: „ყოველი ეზანისა და ყამეთის შორის შესასრულებელი ნამაზი არის.“

ჰანბელი მეზჰების მიხედვით ჯუმა დღეს მეჩეთში ადრე მისვლა და დორის შესაბამისად რამდენიმე მუხლი ნაფილე ნამაზის ლოცვა სუნნეთია, თუმცა ეს ჯუმა ნამაზში არ შედის. სწავლულებს ამის არგუმენტად მოჰყავთ შემდეგი ჰადისი:

„ვინც ჯუმა დღეს იბანავებს, ჯუმაზე მოვა, რამდენიმე მუხლს ილოცავს, შემდეგ ხუტბას ბოლომდე მოუსმენს და იმამთან ერთად ჯუმა ნამაზს ილოცავს, უზენაესი ალლაჰი მას, ორ ჯუმას შორის ჩადენილ ცოდვებს მიუტევებს.“ (მუსლიმ, I, 587, ჰ.ნ. 857.)

აღნიშნულ ჰადისში არ არის დაკონკრეტებული სალოცავი ნამაზის მუხლთა რაოდენობა, ეს იმ დღის ბედზეა დამოკიდებული თუ რამდენის ლოცვა გაუხდება ამა თუ იმ პიროვნებას ნასიბი, რასაც ორიგინალში მოცემული სიტყვა „მუყადდერ“-ის მნიშვნელობით ვხვდებით. ამ ჰადისზე დაყრდნობით ჰანბელი მეზჰების სწავლულები გადმოგვცმენე, რომ სულ ცოტა 2 მუხლი ანუ თაჰიათუ'ლ-მესჯიდი მაინც უნდა ვილოცოთ, ყველაზე მეტი კი 6 მუხლის ლოცვა შეიძლება, თუმცა ეს ჩვეულებრივი ნააფილეა და არა ჯუმის პირველი სუნნეთი.

მალიქი მეზჰების სწავლულთა აზრით ჯუმას ხუტბას კითხვამდე სალოცავი სუნნეთი ნამაზი არ არსებობს.

თაჰიათუ'ლ-მესჯიდზე ანუ მეჩეთზე მისასალმებელი ორი მუხლი ნამაზის შესრულებაზე ყველა მეზჰები თანხმდება, რომელიც არა მხოლოდ ჯუმა დღეს არამედ კვირის სხვა დღეებშიც დღის განმავლობაში მეჩეთში პირველ შესვლაზე უნდა შესრულდეს. სამწუხაროდ ჩვენში ეს სუნნეთი ბევრმა დაივიწყა. შუამავალი ამ ნამაზს დიდ ყურადღებას აქცევდა, ისე რომ ხუტბაზე ყოფნის დროსაც კი გვიან მოსულებს მისი ლოცვა ავალებდა:

ჯაბირ ბინ აბდულლაჰისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით: „ჯუმა დღეს, ერთი კაცი მეჩეთში მაშინ შემოვიდა როდესაც შუამავალი (ს.ა.ს.) ხუტბას კითხულობდა. შუამავალმა მას, -ნამაზი შეასრულე? კითხა. როდესაც ამ კაცმა არაო უთხრა, შუამავალმა (ს.ა.ს.):  მაშინ ადექი და ახლა შეასრულეო უბრძანა.“ (ნესაი, ჯუმა: 16; ბუხარი, ჯუმა: 31.)

იგივე მნიშვნელობის კიდევ რამდენიმე ჰადისია გადმოცემული, რაც საკითხს უფრო ამყარებს. ამათგან ერთ-ერთი ასეთია:

აბდულლაჰ იბნ აბუ სერჰისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით: „აბუ საიდ ალ ჰუდრიმ (რ.ა.) ერთ ჯუმა დღეს მეჩეთში, იმ დროს შემოვიდა, როდესაც ხალიფა მერვანი ხუტბას კითხულობდა. თვიტონ კი ნამაზის შესასრულებლად დადგა. მოვიდნენ მერვანის მიერ დავალებული კაცები რათა ხელი შეეშალათ ლოცვაში და ხუტბას მოსასმენად დაესვათ. თუმცა აბუ საიდ ალ ჰუდრიმ (რ.ა.) გაჯიუტდა და ნამაზი ბოლომდე დაასრულა. როდესაც ჯუმა დასრულდა მას მივუახლოვდით და ვუთხარით: ალლაჰმა დაგიფარა ის ის იყო ნამაზიდან გაბრკოლებდნენო. მან ამისთაობაზე ასე თქვა: არასდროს მივატოვებ ამ ორ მუხლიან ნამაზს, რომელიც ალლაჰის შუამავალისგან (ს.ა.ს.) დავინახე. შემდეგ შეგვახსენა, რომ  შუამავალი (ს.ა.ს.) ჯუმის ხუტბას კითხულობდა, როდესაც დაკუჭულ სამოსიანი კაცი შემოვიდა მეჩეთში. შუამავალმა (ს.ა.ს.) ხუტბას კითხვისას ორი მუხლი ნამაზის შესრულება უბრძანა. ამ კაცმა მაშინვე წამოდგა და შეასრულა.“ (ბუხარი, ჯუმა: 31)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

12-11-2015 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol