Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

aramuslimis gamuslimaneba

როგორ ხდება არამუსლიმის გამუსლიმანება?

 
 
 

კითხვა: როგორ ხდება ქრისტიანი მუსულმანი? ანუ მაინტერესებს ქრისტიანი ადამიანი (ან არამუსლიმი) როგორ გახდება მუსლიმანი? და აქვე მაინტერესებს ის, თუ რამდენად გამართლებულია, როცა ქრისტიანები ბავშვს დაბადებისთანავე ნათლავენ და არჩევანის საშუალებას არ უტოვებენ ? საინტერესო იქნება ჩვენს სარწმუნოებაში რამდენად აქვთ ბავშვებს (18 წლამდე ასაკისას) არჩევანის გაკეთების უფლება რელიგიასთან მიმართებაში?

პასუხი: დიდება ალლაჰს, მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალსა და მის მიმდევრებს!

როდესაც არამუსლიმი პიროვნება გადაწყვეტს რომ ისლამი მიიღოს, მისთვის რაიმე განსაკუთრებული რიტუალის შესრულება არ არის აუცილებელი. ამისათვის საკმარისია გაეცნოს რწმენის ძირითად საფუძვლებს, ენით აღიაროს, გულით დაამოწმოს და საქმით დაამტკიცოს. რწმენის ძირითადი საფუძვლები შემდეგია:

اٰمَنْتُ بِٱللهِ وَمَلآئِكَتِهِ وَكُتُبِهِ وَرُسُلِهِ وَٱلْيَوْمِ ٱْلاٰخِرِ وَبِٱلْقَدَرِ خَيْرِهِ وَشَرِّهِ مِنَ ٱللهِ تَعَالٰى وَٱلْبَعْثُ بَعْدَ ٱلْمَوْتِ حَقٌّ اَشْهَدُ اَنْ لاَ اِلٰهَ اِلاَّ ٱللهُ وَاَشْهَدُ اَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ

მწამს ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წერილები, მისი შუამავლები, უკანასკნელი დღე, ბედისწერა, მისი სიკეთის და მისი სიავის ალლაჰისმიერობისა. სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება ჭეშმარიტია. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, და ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია.[1]

ვისაც ამ ყველაფრის სჯერავს ის მუსლიმია.

ყოველი მშობელი შვილის სულიერი აღზრდით ვალდებულია. როგორც მუჰამმედ შუამავალი (...) ბრძანებს:

როდესაც ბავშვები 7 წელს მიაღწევენ მათ ნამაზის ლოცვა უბრძანეთ, 10 წლის ასაკში თუ არ ილოცებენ დაარტყით და ამ ასაკის შემდეგ ცალკე საწოლში დააწვინეთ.[2]

ბავშვის სრულ ასაკამდე სულიერი აღზრდა მშობლის ვალია. ხოლო სრული ასაკის შემდეგ მშობელი მხოლოდ რჩევა-დარიგებითაა ვალდებული. და თუ მშობლის ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად შვილი გააკეთებს არჩევანს და ისლამის გარდა სხვა რჯულს აირჩევს ამით მშობელს პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს.

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის დახმარებით ვეწევით, დიდება მას და მისი სალამი და ლოცვა მის შუამავალს!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

25-06-2013 კონია

------------------------------

[1] მუსლიმ, იმან, 1 (8)/ებუ დავუდ, სუნნეთ, 17 (4695)/ნესაი, იმან, 6 (8, 101).

 

[2] ებუ დავუდ, სალათ, 26, .. 495; იბნი ები შეიბე, I/304, .. 3482; დარეყუტნი, I/230; ჰაქიმ, მუსთედრექ, I/311, .. 708; ბეიჰაყი, შუაბუ-იმან, VI/398, .. 8650; აჰმედ ბინ ჰანბელ, III/404, .. 15276.


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol