Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

locvis dros mamakacis tavis daburva

ლოცვის დროს მამაკაცისთვის თავის დაბურვა აუცილებელია?

 
 
 

 

კითხვა: ლოცვის დროს მამაკაცებისთვის თავის დაბურვა აუცილებელია?

პასუხი: ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!

ლოცვისდროს მამაკაცისთვის თავზე დაბურვა აუცილებელი არ არის. ეს უფრო ტრადიციულ ადათს წარმოადგენს ვიდრე რელიგიურს. ისლამი ნამაზისთვის განსაკუთრებულ ჩასაცმელსა და უნიფორმას არ განასხვავებს, მათშორის არც თავსაბურველს. ალლაჰის შუამავალი  (ს.ა.ს.) ნამაზებს ჩვეულებრივ ყოველდღიური სამოსით ასრულებდა, მას ნამაზისთვის განსაუთრებული ჩასაცმელი არ ქონდა. არაბთა ცხოვრებაში მამაკაცის თავსაბურველიც ყოველდღიური სამოსის ერთ-ერთ ატრიბუტს წარმოადგენს. ალლაჰის შუამავალიც (ს.ა.ს.) ისეთი სამოსით იმოსებოდა, რაც მისი დროის საზოგადოებას ახასიათებდა ტრადიციულად იმ სამოსით იმოსებოდა, რაც მისი სოზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი. ამ მხრივ შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთი ორ ნაწილად იყოფა: ერთი არის შუამავლის მიერ გაკეთებული, მოწონებული ან დამოწმებული საქმე, რომელსაც ღვთის მსახურება, ღვთის კმაყოფილების მოგება, ღმერთთან სიახლოვე უდევს საფუძვლად. მეორე არის საქმეები, რომლებიც ჩვეულებრივ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, იმ ხალხის ტრადიციებსა და ადათ-წესებს წარმოადგენს, რომელშიც თვითონ ცხოვრობდა და მიზნას ღვთის მსახურებას არ ისახავდა. ასეთი საკითხები ჰადისთა კრებულებში გადმოცემულია ინფორმაციის სახით, თუმცა მათი შესრულება დავალებული არ არის. თავის დაბურვა იმ საზოგადოების მამაკაცებისთვის ყოველდღიური ატრიბუტი იყო. ისინი ნამაზის გარდა სხვა დროსაც თავდაბურულნი იყვნენ და განსაკუთრებით ნამაზისთვის თავას არავინ არ იბურავდა.

ისლამი ყოველთვის დადებითად აფასებს ამა თუ იმ საზოგადოებაში გავრცელებულ ადათ-წესებს და მათ მიმართ პატივისცემას მოითხოვს, თუკი ეს ადათ-წესები არ ეწინააღმდეგება ისლამის რომელიმე წესს. აქედან გამომდინარე იმ საზოგადოებაში, სადაც თავდაუბურავი ლოცვა მოუწონარ საქციელად ითვლება, უმჯობესია პატივი ვცეთ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ვიდრე ზედმეტ გაუგებრობასა და უთანხმოებას დავუთმოთ ადგილი. ზოგადად ისლამი მამაკაცებს ლოცვის დროს თავის დაბურვით არ ავალდებულებს.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

20.12.2016 ბათუმი

 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol