Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

shxapi marxvas moshlis

შხაპი მარხვას მოშლის?

 
 
 

კითხვა: გამარჯობა. მარხვის დროს, როდესაც დღისით აბანოში შევდივარ წყლის გადასავლებად, უფროსები მეჩხუბებიან მარხვა არ ჩაგეთვლებაო. ძველ დროს არ შეიძლებოდა, უბრალოდ პირის დაბანაც მარხვას მოშლიდაო, მეუბნებიან. ვეღარ გავიგე როგორ მოვიქცე?

პასუხი: გამარჯობა!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ბანაობა მარხვას არ მოშლის, რამეთუ მომარხულესთვის ჭამა-სმა, სქესობრივი კავშირი და მსგავსი რამეებია აკრძალული. შხაპის დროს მომარხულე თუ სიფრთხილეს გამოიჩენს, რათა პირის ან ცხვირის გზით წყალი არ გადაცდეს ყელში, მაშინ შხაპი მის მარხვას ვერაფერს ვერ ავნებს. ეს ასე იყო შუამავლის (ს.ა.ს.) დროსაც და ასეა დღესაც. უნდა გავითვალისწინოთ, რომ 70 წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა მთლიანად გაანადგურა ისლამის მცოდნე სწავლულები, რომლებსაც შეეძლოთ სხვებზე ისლამის სწავლება. სწორედ ამ რეჟიმის ნაყოფია, რომ დღეს ხალხმა ისლამის შესახებ ბევრი რამე არ იცის ან არასწორედ იცის და ვინმე სწორი ფორმით ხსნის თამ ეს სიახლე ჰგონიათ. შუამავლის (ს.ა.ს.) დროიდან მოყოლებული მუსლიმები დღეში ხუთჯერ ნამაზს ასრულებენ და რამდენჯერმე აბდესს ღებულობენ, რაც გარკეული ორგანოების დღეში რამდენჯერმე წყლით დაბანას ნიშნავს, ეს მოქმედება რამადანშიც უცვლელად გრძელდებოდა. ასევე საჰაბეები (რ.ა.) რამდენიმე ჰადისს გადმოგვცემენ, რომლებსაც მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ მომარხულესთვის ბანაობა აკრძალული არ არის.

აბუ ბექირ ბინ აბდურრაჰმანი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) დავივნახე მარხვის დროს ძლიერი სიცხის გამო თავიდან ქვემოთ წყალს ისხამდა.“ (აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ, III/292, 319.)

მორწმუნეთა დედების აიშასა და უმმუ სელემესგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ხანდახან თავის მეუღლეებთან თანაცხოვრების შემდეგ დილით ბანაობდა და იგივე დღეს მარხვაში ატარებდა. (ბუხარი, სიამ 22, ჰ.ნ. 1825, 1830.)

ენეს ბინ მალიქი (რ.ა.) გადმოგვცემს:

„სპილენძის მოზრილი ტაშტი მქონდა, მარხვის დროს (გაგრილების მიზნით) მასში ვწვებოდი.“ (ბუხარი, სიამ 25.)

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

 

20.06.2016 ბათუმი


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol