Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

sahihi da haseni hadisi

რა განსხვავებაა საჰიჰ და ჰასენ ჰადისებს შორის?

 
 
 

 

        კითხვა: სალამ ალეიქუმ!

რა განსხვავებაა საჰიჰ და ჰასენ ჰადისს შორის?

პასუხი: ვე ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ!

ვადიდებ ალლაჰს, ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ჰადისი მუჰამმედ შუამავლის სიტყვებია, რომლბსაც შუამავლის თანამედროვე ხალხი ანუ საჰაბეები თაობიდან თაობებს გადასცემდნენ. ვიდრე საბოლაოდ ჰადისთა კრებულების სახით სხვადასხვა ლიტერატურა შეიქმნებოდა, ჰადისების მომდევნო თაობებზე გადაცემისას გამოიყენებოდა, როგორც წერილობითი ასევე ზეპირი გადაცემის მეთოდები. ყველა ჰადისს თან ახლავს გადმომცემთა ჯაჭვი (ისნადი), რომლის სათავეშიც საჰაბე დგას, რომელმაც უშუალოდ შუამავლისგან გაიგონა, შემდეგ ვინც საჰაბესგან გაიგონა, შემდეგ მისგან გაიგონა, შემდეგ კიდევ სხვა, ვინც იმისგან გაიგონა და ამგვარად ერთი ჰადისის გადმომცემთა ჟაჭვში შეიძლება ათობით პიროვნება იყოს ჩართული. ჰადისის სწავლულები იმთავითვე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ჰადისის გადმოცემას, დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ იმ პიროვნებების სანდოობოას, მეხსიერების უნარს, პატიოსნებას, ცხოვრების წესს, ჩვევებსა და სამართლიანობას, რომლებიც ჰადისის გადმოცემით იყვნენ დაკავებულნი. სწავლულებმა ასეთი დაკვირვების საფუძველზე ჰადისები დაყვეს და დაახარისხეს სხვადასხვა კატეგორიებად, როგორიცაა სარწმუნო, სანდო, საშუალოდ სანდო, ნაკლებად სანდო, სუსტი და ცრუ ჰადისები. საჰიჰი და ჰასენი ჰადისებიც სწორედ ამგვარი დახარისხების შედეგად მიღებული კატეგორიებია.

ჰადისის ტერმინოლოგიათა ლექსიკონში საჰიჰი და ჰასენი ჰადისები ასეა განმარტებული:

საჰიჰი ჰადისი: ჰადისი, რომელსაც ჯაჭვში მყოფი ყველა სანდო და სამართლიანი გადმომცემი უშუალოდ ერთმანეთისგან გადმოსცემენ. საჰიჰი ჰადისი ასევე წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს მასზე უფრო საჰიჰ ჰადისებთან და არ უნდა შეიცავდეს ისეთი სახის ფარულ ნაკლს, რომლის ამოცნობაც, მხოლოდ ჰადისის სპეციალისტებს შეუძლიათ. ასეთი ხასიათის ჰადისების მიმართ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ შუამავალს ეკუთვნის.[1]

ჰასენი ჰადისი: ისეთი პიროვნების მიერ გადმოცემული ჰადისი, რომელიც სანდო და სამართლიანია თუმცა მეხსიერების მხრივ სისუსტეს განიცდის, ამასთან ერთად აღნიშნულ ჰადისს მხოლოდ თვითონ გადმოსცემს და მის გარდა სხვა არავისგან არაა გადმოცემული. თუმცა ეს ჰადისი წინააღმდეგობაში არ მოდის მასზე უფრო საჰიჰ ან ძლიერ ჰადისებთან და არც ისეთ ფარულ ნაკლს არ შეიცავს, რომლის ამოცნობაც მხოლოდ ჰადისის სპეციალისტებს შეუძლიათ.[2]

როგორც მოცემული განმარტებები გვიჩვენებს საჰიჰ და ჰასენ ჰადისებს შორის ორი განსხვავებაა, ერთი ის რომ ჰადისის გადმომცემი მეხსიერების მხრივ სისუსტეს განიცდის. მეორე ის რომ აღნიშნულ ჰადისს მხოლოდ ის პიროვნება გადმოგვცემს, რომელშიც მეხსიერების სისუსტე შეიმჩნევა, მსგავს ჰადისს სხვა პიროვნებები არ გადმოგვცემენ, ვინც სანდო, სამართლიანი და ძლიერი მეხსიერების მქონეა.

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

04.05.2017 ბათუმი



[1] Abdullah AYDINLI, Hadis Istılahları Sözlüğü, HADİSEVİ, İstanbul 2006, s. 270.

[2] Abdullah AYDINLI, Hadis Istılahları Sözlüğü, HADİSEVİ, İstanbul 2006, s. 129-130.

 

Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol