yuris wvetebi marxvas moshlis
ყურის წვეთები მარხვას მოშლის?

კითხვა: მარხულმა ყურის წვეთები რომ გამოიყენოს შეიძლება?
პასუხი: ვადიდებ ალლაჰს ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს!
მარხვის დროს ყურის წვეთების გამოყენება მარხვას მოშლის, რადგანაც ყური ბუნებრივი ხვრელის მეშვეობით კავშირშია ყელთან, რომლის გავლითაც წამალი მუცელს მიაღწევს. ასეთ დროს წამლის გამოყენების დღის საათები უნდა შეცვალოთ ღამის საათებით. თუ წამლის გამოუყენებლობის ან ღამით გამოყენების შემთხვევაში პაციენტი ისეთი დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, როგორიცაა სმენის დაკარგვა ან დაქვეითება, ავადმყოფობის გამწვავება ან მორჩენის ალბათობის დაქვეითება, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მარხვა შეაჩეროს და გამოჯანმრთელების შემდეგ მარხვით აანაზღაუროს ის დღეები, რომლებიც მკურნალობის პერიოდში ვერ იმარხა.
უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის!
თეოლოგი ნოდარ დავითაძე
28.06.2016 ბათუმი