Reklam Alanı
ბოლო სტატიები
24 თებერვალი 2016, ოთხშაბათი - 23:22
19 ოქტომბერი 2015, შაბათი - 15:13
ბოლოს დამატებული ფეთვები

ისლამის სკოლა

tevhidis armtsodne

ერთი კითხვა თავჰიდის არმცოდნეს შესახებ

 
 
 

 

კითხვა: სალამ ალეიქუმ!

ვიცით კონკრეტული პიროვნება, რომელიც არ არის თავჰიდის[1] რწმენის მატარებელი. (მას ავუხსენით, რომ თავჰიდის რწმენის გარეშე უზენაესი ალლაჰის წინაშე არცერთი ღვთისმსახურება არ არის მიღებული.) ეს პიროვნება ამავე დროს დღეში ხუთ ნამაზს ლოცულობს. ამ პიროვნებასთან მიმართებაში გვიჩნდება კითხვა: როდესაც ის დგება საფის[2] შუაში, ხომარ გადავიყვანოთ ბოლო საფის ბოლო პიროვნებად, იმის მიზეზად რომ კაცი თუ თავჰიდის რწმენის მატარებელი არ არის, ამან შეიძლება საფი გაყოს. ასეთი საქციელი რამდენად შეესაბამება სუნნეთს და ეს ხომარ იქნება ფითნას[3] გავრცელების მიზეზი?

პასუხი: ალეიქუმ სალამ!

ვადიდებ ალლაჰს ვლოცავ და ვესალმები მის შუამავალს.

ჩვენი დროის ყველაზე დიდი ფითნა თაქფირის ფითნაა, რაც ერთმანეთის რწმენისა და მუსლიმობის მოუწონრობაში მდგომარეობს. ამას თან ახლავს ისეთი ხალხის სიმრავლეც, ვინც საკუთარ თავს მუსლიმად აცხადებს თუმცა ისლამის წესების მიხედვით სულაც არ იმსახურებს მუსლიმის წოდებას. მესამე არის რელიგიური განათლების დაბალი დონე. ეს ყველაფერი ქმნის ერთიან და ბურუსით მოცულ გარემოს, რომელშიც ძალიან რთული ხდება გაარკვიო სად გადის იმანისა[4] და ქუფრის[5] საზღვრები.

მე არ ვიცნობ არც თქვენს საზოგადოებას და არც იმ კონკრეტულ პიროვნებას ვისზეც მეკითხებით, შესაბამისად მე არ შემიძლია კონკრეტული პასუხის გაცემა, იმ ფონზე როდესაც მავანს მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მიაჩნია მუსლიმად, მავანნი კი ისეთ ალიმებს, რიყავენ ისლამის წრიდან, ვისი ნაშრომებიდანაც თავჰიდი ისწავლეს. როგორც აღვნიშნე ფითნას ბურუსით მოცულ გარემოში ვცხოვრობთ. მე მხოლოდ შემიძლია ძმური რჩევა მოგცე იმის შესახებ, თუ საით მიედინება მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთი.

როგორც ჩვენ ვიცით მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ჯამაათში იყვნენ მუნაფიყები,[6] მათ გულებში არსებული ურწმუნოობის შესახებ შუამავალმა იცოდა, თუმცა მას ისინი არ გაურიყავს მუსლიმთა რიგებიდან, არც საფის ბოლოში არ გადაუყვანია. ასე მხოლოდ იმიტომ იქცეოდა რომ ფითნასთვის არ გაეღო კარი. ამიტომ ასეთი საქციელი სუნნეთს არ შეესაბამება. მისი საფის შუაში, თავში ან ბოლოში ყოფნით სხვის ნამაზს არანაირი ზიანი არ მიადგება. ის თუ ნამდვილად არ არის თავჰიდის რწმენის მატარებელი, ის ამით მხოლოდ საკუთარ ნამაზს ავნებს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

თქვენ ხართ ხეირიანი თემი, კაცობრიობისათვის, მოუწოდებთ სიკეთეს და განარიდებთ ბოროტისაგან და გწამთ ალლაჰი. (ალი იმრან, 3/10.)

როგორც ჩვენი გამჩენი ბრძანებს მუსლიმი კაცობრიობის საკეთილდღეოდ უნდა იბრძოდეს, კეთილს მოუწოდებდეს და ბოროტს გმობდეს. კეთილის მოწოდება გარიყვითა და ზურგის შექცევით ან დამცირებით ვის რა ხეირს მოუტანს? ან ვინ მოისმენს შენს მოწოდებას თუკი მას გვერდში არ დაიყენებ? ასეთი საქციელით შეიძლება სულ გაუქრეს თქვენთან ერთად ლოცვის სურვილი. და სად ისწავლის ადამიანი თავჰიდს თუკი თქვენთან ვერ სწავლობს? ფითნას ერიდეთ, რამეთუ საკმარისზე მეტი ფითნა გვაქვს უკვე! ტკბილი ენით მოუწოდეთ და მარტო მოწოდებსაც ნუ დაჯერდებით, ასევე ილოცეთ თქვენი ძმისთვის, რომ ღმერთმა მას თავჰიდის შეგნება და მისი რწმენა ჩაუდოს გულში! უშეცდომო მხოლოდ უზენაესი ალლაჰია, დაე ალლაჰმა გვაპატიოს ყველა ჩვენგანს ჩვენი ცოდვები და თავჰიდის რწმენით მიიბაროს ჩვენი სულები!

უზენაესმა ალლაჰმა უკეთესად იცის.

თეოლოგი ნოდარ დავითაძე

14.05.2016 ბათუმი



[1] მონოთეიზმი, ერთღმერთიანობა.

[2] ლოცვის დროს გაკეთებული მწკრივი.

[3] განხეთქილება.

[4] რწმენა.

[5] ურწმუნოება.

[6] თვალთმაქცები, რომლებიც თავს მორწმუნედ ასაღებდნენ თუმცა გულით არ სწამდათ და მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით იჩემებდნენ მუსლიმობას.

 


Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol